in

როგორ ვიშოვოთ 2 კვირაში $1000? — თეონა ფორჩხიძე

თეონა ფორჩხიძემ (Teodora Techie) ბოლო ორი კვირი განმავლობაში NFT-იების გაყიდვით $1000-ზე მეტი გამოიმუშავა. ციფრული ხელოვნების ახალი ტენდენციით დაინტერესებული სტუდენტი ხატვის პარალელურად, ყოველთვის სტარტაპების კეთებით იყო დაინტერესებული, რაც უკვე ახალი მიმართულებით გამოიხატა…

“მეგობრის რჩევით დავიწყე NFT… იცი, ასეთი რამე არსებობს და მგონი ყველაფერს პასუხობ, თან დეველოპერი ხარ, თან ხატავ და თან სტარტაპების ამბებით ხარ გატაცებული, საშენოაო და მაშინვე “ჭკუაში დამიჯდა”. წავედი, მოვიძიე რა იყო, როგორ იყო და დავიწყე ბრეინშტორმინგი ამ კუთხით”, — ამბობს თეონა.

M: თეონა, შენი აზრით, რატომ ან რისთვის ყიდულობენ შენს ნამუშევრებს? 

ჩემი კოლექცია არის პროგრამისტებისთვის და სახელიც შესაბამისია — Programmer Loves. პროგრამირების ენებია დახატული ადამიანებად. მგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, რადგან ამ სფეროში მომუშავეები ერთ-ერთი ყველაზე მსყიდველუნარიანი ადამიანები არიან. ვიცოდი, რომ სიახლეების მიღება არ უჭირთ და პირიქით უყვართ, განსაკუთრებით ტექნოლოგიური სიახლეების მიღება. თანაც, ისინი ამ პროგრამირების ენებთან ხარჯავენ თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს და მათთვის დიდი ღირებულება აქვს ამგვარი NFT-ის ქონას.

M: რა რჩევებს მისცემდი სხვებს, ვინც NFT-იებს აკეთებს?

მიუდექით NFT-ის ისე, როგორც სტარტაპს, თუ რაიმე დიდი ფინანსური რესურსი არ გაქვთ და როგორც ბიზნესს ისე ვერ აწარმოებთ, რადგან 0 ლარით $1000-ს გადავცდი 2 კვირაში და მგონია, სხვებსაც შეუძლიათ. თუმცა ძალიან არანორმალური შრომა მოგიწევთ, კარგი იქნება თუ გუნდი გეყოლებათ და ჩემსავით მარტო არ მოგიწევთ ამასთან შეჭიდება, რადგან ეგ გაცილებით ძნელია.

ასევე, პირადად მე, OpenSea შევარჩიე ჩემი ნამუშევრების განსათავსებლად, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა ამ მიმართულებით. ფულის ჩარიცხვის პროცესიც საკმაოდ ადვილია — “მეტამასკის” ციფრულ საფულეზე მერიცხება თანხა, რომელიც ჩვეულებრივ გამომაქვს სასურველ დროს.

M: როგორ განსაზღვრე ფასი, რამდენად უნდა გაგეყიდა შენი ნამუშევრები?

ფასი 0.005 ეთერიუმით (13$) დავიწყე, ერთგვარად სატესტოდ დავადე. მსგავს სეგმენტზე და თემატიკაზე ნამუშევრები არავის ჰქონდა, რომ კონკურენტებიდან მაინც განმესაზღვრა საბაზრო ღირებულება, თუმცა შემდეგ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და ფასიც გავზარდე. დღეს 0.02 ეთერიუმია ჩემი NFT-ის ფასი, რაც დაახლოებით $60-ს უტოლდება.

 

Meta ავატარებს პირად საზღვრებს უწესებს

ნაიკმა ძალადობაში ბრალდებულ მეისონ გრინვუდს სასპონსორო ხელშეკრულება გაუუქმა