in

როგორ ვისწავლოთ სწრაფად? — ნეირომეცნიერები 7 გზას გვაცნობენ

გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ისწავლოთ სწრაფად ისე, რომ უფრო დაგამახსოვრდეთ? ამ კითხვაზე პასუხს ნეირომეცნიერები გვცემენ და 7 გზას გვიზიარებენ სწრაფი და ხარისხიანი შედეგის მისაღებად სწავლის პროცესში:

M2
M2

1. გამოცადეთ საკუთარი თავიკვლევის თანახმად, თვითტესტირება ძალიან ეფექტური პროცესია სწავლის პროცესის დასაჩქარებლად. ნაწილობრივ იმიტომ, რომ დამატებით კონტექსტს მატებს იმას, რასაც ქმნით — როცა საკუთარ თავს გამოცდით და არასწორ პასუხს იტყვით, სწორი პასუხის მოძიების შემდეგ, მეტად დაგამახსოვრდებათ იგი. 

2. თითქმის ერთდროულად 2 ან 3 რაიმე დაისწავლეთ — ამ პროცესს ინტერლივინგის ტერმინით მოიხსენიებენ და პარარელურად ერთმანეთთან დაკავშირებული კონცეფციებისა თუ უნარების შესწავლას გულისხმობს. ამგვარად, სასწავლო სესიის დროს ერთ საგანზე კი არა, რამდენიმეზე ფოკუსირებას გთავაზობთ. ამის ეფექტურობას ტვინის უნარის გაუმჯობესებით ხსნიან, რომელიც კონცეფციებსა და უნარებს შორის დიფერენცირების შესაძლებლობას გთავაზობთ. ასე უკეთ ამჩნევთ და იაზრებთ სასწავლო საკითხებს. 

3. შეცვალეთ გზები, რომლითაც სწავლობთ ან ცდით საკუთარ თავს — რაღაცის ბევრჯერ გამეორება სწავლის მიზნით სულაც არ არის სასარგებლო სტრატეგია. როგორც ჯონს ჰოპკინსის მედიცინის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, უმჯობესია, დავალებას ოდნავ სახე შეუცვალოთ, რადგან ეს უფრო სწრაფად სწავლაში დაგეხმარებათ. მიზეზი რეკონსოლიდაციაა, პროცესი, რომლის დროსაც არსებული მოგონებები ახალი ცოდნით ივსება და იცვლება.

ამგვარად, თუ ინვესტორის წინაშე უნდა წარსდგეთ:

  • გაიმეორეთ ძირითადი უნარი.
  • კონსოლიდაციისთვის თქვენს მეხსიერებას 6 საათი მიეცით.
  • კიდევ გაიმეორეთ, ოღონდ ამჯერად ჩვეულებრივზე უფრო სწაფად ისაუბრეთ, თუნდაც ეს შეცდომების ხარჯზე იყოს… უფრო ნელა საუბარიც ცადეთ, თქვენი პრეზენტაცია ნაწილებად დაჰყავით და თითოეული დაამუშავეთ.
  • შეცვალეთ პირობები: გამოიყენეთ განსხვავებული პროექტორი, პულტი, მიკროფონი… ეს მოულოდნელი რაღაცებისთვის მოგამზადებთ პრეზენტაციის პროცესში. 

4. თქვით ხმამაღლა — გონებაში გამეორება კი კარგია, მაგრამ ზეპირად თქმა ბევრად უკეთეს შედეგებს მოგცემთ — აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სწავლისა და დამახსოვრების პროცესზე. როცა აქტიურ საზომს ვამატებთ სიტყვას, გრძელვადიანი მეხსიერებისთვის მეტად უჩვეულო და შესაბამისად დასამახსოვრებელი ხდება…. ამგვარად, ინვესტორის პრეზენტაციისთვის მხოლოდ თქვენს გონებაში კი ნუ მოემზადებით, არამედ ხმამაღლა ისაუბრეთ.

5. ისწავლეთ ეტაპობრივად — მას შემდეგ, რაც პრეზენტაციას დაასრულებთ, ერთხელ გადახედეთ და რამდენიმე წუთი რედაქტირებას დაუთმეთ. შემდგომ რამდენიმე საათი ან დღე დააყოვნეთ და ისევ გაიმეორეთ ეს პროცესი — ამ დროს რაღაცების გახსნებას ეცდებით და ასე კიდევ უკეთ დაგამახსოვრდებათ.

6. ისწავლეთ დაძინებამდე კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც დაძინებამდე სწავლობდნენ და დილით იმეორებდნენ, არათუ ნაკლებ დროს ხარჯავდნენ სწავლაში, არამედ ნასწავლი 50%-ით უკეთაც ამახსოვრდებოდათ. ამას ფსიქოლოგები ძილზე დამოკიდებული მეხსიერების კონსოლიდაციით ხსნიან: ძილის დროს ოფლაინ მეხსიერების გადამუშავება ჩვენი მოგონებების ფორმირებისა და საბოლოოდ ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

7. ივარჯიშეთინფორმაციაზე სწრაფად დაუფლება გსურთ? თუ ასეა, თქვენი სხეულიც მიაჩვიეთ ვარჯიშს. კარგი იქნება, თუ გულისცემას 50-80%-მდე ამუშავებთ 15-წუთიანი ინტენსიური ვარჯიშის დროს, რადგან ასე უკეთ დაგამახსოვრდებათ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ამგვარ შედეგს ზომიერად ვარჯიში არ მოგიტანთ, თუნდაც ამას ნახევარი საათი დაუთმოთ. გამოდის, ვარჯიში თქვენს ტვინსაც აჯანსაღებს… 

რომელი პროგნოზები გამართლდა 2025 წელს და რომელი – არა

IKEA-მ „დონატის“ ფორმის პოპულარული სანათის განახლებული ვერსია გამოუშვა