6
Jul
2018

როცა თავდაჯერებული ხარ, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება! 5 რჩევა იმისთვის, რომ საკუთარი თავის ირწმუნო

6 Jul 2018

„თავდაჯერებულობა დასწავლადია ისევე, როგორც სხვა უნარები. მას შემდეგ კი, რაც დახელოვნდები მისი გამომუშავებით, ყველაფერი, შენს ცხოვრებაში, შეიცვლება უკეთესობისკენ“, – ბარი დეივენპორტი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თავდაჯერებული ადამიანებით აღფრთოვანებულები არიან სხვები. ისინი უმკლავდებიან თავიანთ შიშებს და ცნობილები არიან, როგორც რისკიანი გადაწყვეტილებების შემსრულებლები. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ, მათ იციან, აქვთ უნარი მის გადასალახად. თავდაჯერებული ადამიანები ცხოვრებას პოზიტიურად უყურებენ მაშინაც კი, როცა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ისურვებდნენ. მთავარი ისაა, რომ ასეთი ადამიანები პატივს სცემენ საკუთარ თავს.

რას იტყოდი შენს თავდაჯერებულობაზე? თუ გრძნობ, რომ გჭირდება დახმარება, შეგვიძლია, მოგცეთ რამდენიმე რჩევა:

ჩამოწერე შენი ძლიერი მხარეები
ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და არის ხოლმე შემთხვევები, როცა ძნელია, იყო თავდაჯერებული. ახლავე დაჯექი და გააკეთე სია, რისი/ვისი მადლიერი ხარ და რით ამაყობ. როცა დაასრულებ სიის წერას, ფურცლები გაიკარი მაცივრის კარზე, შენს სამუშაო მაგიდაზე, ან შენი სააბაზანოს სარკეზე – სადმე, სადაც მარტივად შეამჩნევ და გაგახსენდება, რა საოცარი ცხოვრება გაქვს და როგორი საოცარი პიროვნება ხარ. თუ გრძნობ, რომ შენი თავდაჯერებულობა მცირდება, ყურადღება დაუთმე ამ სიებს და ნება მიეცი საკუთარ თავს, რომ გაიხსენო შენი წარმატებები.
მოემზადე
ისწავლე ყველაფერი და გაერკვიე იმ ცვლილებებში, რაც შენს სფეროს, სამსახურს, პრეზენტაციას ახლავს თან. თუ შენ ზურგს გიმაგრებს ცოდნა, შენი თავდაჯერებულობაც მყარია.

იყავი პოზიტიური
დროა, რომ რეალურად შეაფასო ის გარემო, სადაც გიწევს ყოფნა – მეგობრებისა და ოჯახის ჩათვლით. იქნებ, გჭირდება, ჩამოშორდე იმ ადამიანებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან შენს თავდაჯერებულობას. ასეთი ადამიანებისგან დროებითმა შესვენებამაც კი, შეიძლება უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვიოს და დაგეხმაროს.

იყავი პოზიტიური მაშინაც კი, თუ თავს ასე არ გრძნობ შინაგანად. ჩადე ენთუზიაზმი შენს ინტერაქციებში სხვებთან და გამოხატე აღტაცება ახალი პროექტის დაწყებაზე. შეწყვიტე პრობლემებზე ფიქრი და ნაცვლად ამისა, მათ გადაჭრაზე ორიენტირდი – პოზიტიური ცვლილებები მოახდინე შენს ცხოვრებაში. არ შეურიდგე მარცხს და მოიშორე შენს თავში არსებული ნეგატიური ხმები
არასდროს დანებდე. არასდროს შეურიგდე მარცხს. ყველაფრისგან არსებობს გამოსავალი. დიდი დაბრკოლების გავლით მიღწეულ წარმატებას მოაქვს ასეთივე თავდაჯერებულობაც. ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, ხშირად, გამოწვეულია შენივე ნეგატიური ფიქრებისგან. თუ მუდმივად ეუბნები თავს, რომ შენ არ ხარ საკმარისად კარგი, არ ხარ საკმარისად მიმზიდველი, ჭკვიანი ან ათლეტური და ეს გრძელდება დაუსრულებლად, შენ ქმნი თვითაღსრულების პროცესს. შენ ხდები ის, რასაც ქადაგებ საკუთარ თავში და ეს არ არის კარგი. ამიერიდან, როცა შენს თავში გაიევლებს ნეგატიური აზრი, ტვინი მომართე პოზიტიურად და შეეცადე, იფიქრო კარგზე მანამ, სანამ არ გაიზრდება შენი თვითდაჯერებულობის კალიბრი.

შეცვალე შენი სხეულის ენა და იმიჯი
შენ უნდა აკონტროლო სხეულის მდგომარეობა, ღიმილი, თვალის კონტაქტი და საუბრის ტემპი. უბრალოდ, ისიც კი, რომ მხრებში გაიმართო და ისე შეხვდე ადამიანებს, შთაბეჭდილებას დაუტოვებს სხვებს, რომ შენ ხარ თავდაჯერებული და იცი საკუთარი თავის ფასი. ღიმილი არა მხოლოდ შენ გაგრძნობინებს თავს უკეთესად, არამედ სხვებისთვისაც უფრო კომფორტულს გახდის შენთან კომუნიკაციას.

თვალებში შეხედე ადამიანს, რომელსაც ესაუბრები და შეინარჩუნე თვალის კონტაქტი, ისაუბრე ნელა. კვლევით არის დადასტურებული, რომ ისინი, ვინც ნელა და გარკვევით საუბრობენ, არიან მეტად თავში დარწმუნებული ადამიანები და ასეთებადვე აღიქმებიან სხვების თვალში. ამის დამატებითი ბონუსი არის ის, რომ თანამოსაუბრე კარგად გაიგებს, რას ამბობ. გაიარე დამატებითი მილი და შეიცვალე ვარცხნილობა, მოწესრიგდი და ჩაიცვი კოხტად. შენი მანერები და ვიზუალური მხარე დაადასტურებს, რომ შენ ხარ თავდაჯერებული და წარმატებული ადამიანი.



განხილვა