in

როგორ ვიყოთ სამსახურში მხიარულები?

როგორც ჩანს, მეცნიერული თვალსაზრისით იუმორს დიდი ქიმიური ძალა აქვს

სამსახური ხშირად ის ადგილია, სადაც იუმორის პოვნა ძალიან რთულია. თითქოს, როდესაც პრობლემების გადაჭრას და სასურველი მიზნის მიღწევას ვცდილობთ, ხუმრობა და სიცილი ხშირად უადგილო გვეჩვენება. თუმცა სიმსუბუქე ნამდვილად დაგვეხმარება ამ მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებაში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ნებისმიერი იუმორის გრძნობის მქონე ლიდერი 27%-ით უფრო მოტივირებულია, ვიდრე ის, ვინც სამუშაო ყოველდღიურობას ხუმრობის გარეშე ატარებს. პირველი მათგანის თანამშრომლები 15%-ით მეტად არიან საქმეში ჩართულები და კრეატიული გამოწვევების წინაშე მზად მყოფნი, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის გაუმჯობესებას იწვევს. ასევე, როგორც ჩანს, ცუდ ხუმრობასაც კი შეუძლია თქვენი ხელფასის გაზრდა.

ჩნდება კითხვა, რატომ ხდება ასე?

ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სიცილი სიახლოვისა და ნდობის გრძნობას ამძაფრებს. მაგალითად, ადამიანების სიახლოვე, რომლებიც 5 წუთის განმავლობაში ერთად იცინოდნენ, 30%-ით იზრდებოდა, ვიდრე მათი, ვინც იუმორს არ უთმობდა დროს. ამიტომაც არის, რომ თანამშრომელი სამეგობროდ ისეთ ადამიანს ირჩევს, ვისთანაც სიცილი შეუძლია.

შესაძლოა, ფრაზა “იუმორს დიდი ქიმიური ძალა აქვს” მხატვრულად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ასე არაა. როდესაც ვიცინით, ჩვენი ტვინი ნაკლებ კორტიზოლს აწარმოებს და გამოყოფს მეტ ენდორფინს, რაც საგრძნობლად ამცირებს სტრესს. ასევე, როგორც ჩანს, სიცილის დროს გამოიყოფა ოქსიტოცინიც, რომელსაც ხშირად “სიყვარულის ჰორმონს” უწოდებენ.

და მაინც, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას სამსახურში?

ამისათვის პირველ რიგში დაგჭირდებათ იმის აღიარება, რომ ყოველი ადამიანი თავისებურად მხიარულია და შეგიძლიათ, იუმორის გრძნობის ეფექტურად გამოყენებით განწყობა აიმაღლოთ. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი წუხს, რომ რადგანაც არ არიან ჯამბაზები და კომიკოსები, არც უნდა სცადონ სხვების გამხიარულება. ისინი დარდობენ, რომ მათი ხუმრობები არ არის საკმარისად კარგი, მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ, კვლევის თანახმად, ადამიანები თითქმის ნებისმიერი სახის იუმორს აფასებენ, როდესაც ის არ არის შეურაცხმყოფელი და საზიანო.

შემდეგი ნაბიჯი საკუთარი და სხვების იუმორის სტილის შეცნობაა:

  • “სთენდ-აფ”: გაბედული, ურჩი და არ უშინდება აურზაურს, სიცილის სანაცვლოდ.
  • საყვარელი: გულწრფელი, არასაკმარისად მაღალი თვითშეფასების მქონე და ის, ვინც იუმორს ხასიათის გამოსაკეთებლად იყენებს.
  • სნაიპერი: ეშმაკური, სარკასტული, ნიუანსირებული – მოულოდნელი ხუმრობების ოსტატი.
  • მაგნიტი: ესპრესიული და ქარიზმატული, ასეთ ადამიანის გაცინება ადვილია.

როდესაც თქვენი იუმორის სტილს გაიგებთ, ადვილია რისკების შემსუბუქება, მაგალითად, რამ შეიძლება გამოიწვიოს სხვების წყენინება, როდესაც ხუმრობთ. თუნდაც, “სნაიპერის” შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ყოველთვის სხვების “ხარჯზე” გართობა.

ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ რამდენიმე იუმორისტული მარტივი მცდელობა. ამისათვის ერთ-ერთი ეფექტური გზა მცირე დაკვირვებებით იწყება, მაგალითად, დაფიქრდით, რომ წარმოდგენად არ გაქვთ, ვის რა აცვია წელს ქვემოთ, ვიდეო კონფერენციების ჩატარების დროს და შემდეგ ამაზე ააგეთ ხუმრობა. თანაც კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად შეინარჩუნებთ დისტანციურ თუ ფიზიკურ კონტაქტს თანამშრომლებთან, როგორიცაა მაგალითად, სახალისო ელ.ფოსტის გაგზავნა.

ახლა კი დროა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ წინ და ეცადოთ, იყოთ ცოტათი “თავხედურები” პოტენციურ მომხმარებლებთან თუ ბიზნეს პარტნიორებთან. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს არასწორი, არაეთიკური ქმედებაა, თუმცა ცდებით. გაიხსენეთ Spanx-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სარა ბლეკელი, რომელმაც Neiman Marcus-ის მთავარ მყიდველს გაუგზავნა ფეხსაცმელი წარწერით: “ვცდილობ, ჩემი ფეხი კარში შემოვდგა. გაქვთ დრო სალაპარაკოდ?”

ამ ყველაფერთან ერთად, ითამაშეთ სიმსუბუქე, რომელიც ორგანულად და ბუნებრივად ერწყმის თქვენს გარემოს. მაგალითად, Allbirds-ის მარკეტინგის გუნდის წევრმა გენერალურ დირექტორს, ჯოი ცვილილინგერს უთხრა, რომ კომპანია $1.25 მილიონის შემოსავალს მიიღებდა ზაფხულის ბოლოს. ეს ერთგვარ თამაშად იქცა, სადაც თანამშრომლები ფსონს დებდნენ. ბოლოს კი მივიდნენ იქამდე, რომ დამარცხებულს “გაყინული წვენის” აპარატი (Frosé machine) უნდა ეყიდა, რის შემდეგაც Frosé Fridays-ის აღნიშვნა ტრადიციად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ცვილინგერმა ამით სახალისო ისტორიის შექმნა შეძლო, რომელიც სრულად წარმოაცენდა კომპანიის იუმორისტულ ატმოსფეროს.

დასასრულს კი მოდით, ვაღიაროთ, რამდენად მნიშვნელოვანია იუმორი და სიცილი ჩვენთვის, თუნდაც ასეთ მძიმე პერიოდში. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია, ყველაფერს ხალისით შევხედოთ და ვიცინოთ, როდესაც ონლაინ კონფერენციაზე ხმა არ ისმის, ვიღაც გაზიარებულ ეკრანს მეტისმეტად დიდხანს ტოვებს; როცა სახლის ხმაური ჩვენს ყურსასმენებსა და მიკროფონებშიც აღწევს და ასე შემდეგ… იუმორი, ეს ერთგვარი მაგიაა და ის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, კეთილდღეობისა და გუნდური მუშაობის ეფექტურობისთვის.

წყარო: HBR



„აჭარაბეთმა“ სრულიად განახლებული, თანამედროვე და დინამიკური პოკერი წარადგინა

„ევროპაბეთსა“ და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება