თუ ბოლოდროინდელ კვლევებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ცხოვრებით უკმაყოფილებაზე. ამის შეცვლაში კი ე. წ. Joyspan დაგვეხმარება. მარტივად რომ გითხრათ, იმგვარ ბედნიერებას ეხება, რომელიც წარმავალ მომენტებზე გაცილებით დიდხანს გრძელდება.
გერონტოლოგ კერი ბერნაიტის მიერ შემოღებული ტერმინია და სიხარულის შექმნას გულისხმობს. სიცოცხლის ემოციურ ვერსიად ჩათვალეთ. იმის ნაცვლად, რომ სიხარული ბედნიერების მომენტად ვაქციოთ, Joyspan გვიბიძგებს, მას ხანგრძლივ მოგზაურობად შევხედოთ, რომელზე ზრუნვაც ყოველდღიურად არის საჭირო, განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოფიტვის, უკმაყფილებისა და პესიმიზმის ანტიდოტად შეიძლება, ჩაითვალოს.
სიხარული რომ დადებითად მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, არც ესაა ახალი ამბავი. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. სწორედ ეს არის Joyspan-ის იდეის მიღმა არსებული კონცეფციის ნაწილი — თუ სასიხარულო ამბების შექმნაზე ვიზრუნებთ გამუდმებით, უფრო ბედნიერ ცხოვრებასაც შევიქმნით.
გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესად ასაკში შესვლა პრივილეგიად არ აღიქმება, დოქტორი ბერნაიტი დაბერებასთან დაკავშირებული პერსპექტივის ხელახლა განსაზღვრით არის დაინტერესებული. სურს, სიხარული იყოს ის, რაზეც განსაკუთრებულად ვიზრუნებთ ჩვენი ცხოვრების მეორე ნახევარში. მიუხედავად რთული პერიოდებისა, სწამს, რომ თუ ჩვენს სიხარულზე მუდმივად ვიქნებით ორიენტირებულნი, შევძლებთ, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაღალ დონეზე შენარჩუნებას.
როგორ გავზომოთ Joyspan?
დაწერეთ თვითასახვისთვის — აიღეთ რვეული და შემდეგ კითხვებს გაეცით პასუხი: რამდენ ხანს გრძნობთ თავს კარგად, როცა რაღაც პოზიტიური მოხდება? აღწერეთ დეტალურად, ბოლოს როდის შეიგრძენით სიხარული. დაფიქრდით, რა გზებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში, რათა იგრძნოს ბედნიერება?
დააკვირდით გამომწევევ მიზეზებს — რა უშლის ხელს თქვენს Joyspan-ს? მაგალითად, შფოთვა ხომ არ გიშლით ხელს დედლაინებს შესრულებაში? ტიკტოკზე სქროლვა? სოციალური ბატარეის ნაკლებობის უგულებელყოფა ხომ არა?! ჩამოწერეთ ეს გამომწვევი მიზეზები და უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიხვალთ.
როგორ გავაუმჯობესოთ Joyspan?
თვალი ადევნეთ პროცესს — არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ან პატარაა, გამარჯვებების აღნიშვნა აუცილებელია. სიხარულის მომენტის შემდეგ, ჩაიწერეთ ციფრულად ან რვეულში განცდილი სიხარულის ყოველი დეტალი. სწორედ ამ გზით შეძლებთ პოზიტიური გრძნობებით ტკბობას და იმასაც ისწავლით, თუ როგორ მოიპოვოთ მეტი სიხარული ცხოვრებაში.
დააბალანსეთ ნერვული სისტემა — რა აზრი აქვს სიხარულის მომენტებს თუ არარეგულირებული ნერვული სისტემა სწრაფადვე დაამარცხებს მას?! ნერვულ სისტემაზე მუდმივი ზრუნვით არ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, რომ სიტუაცია აირევა, როცა საქმეები თქვენი სურვილისამებრ არ წავა. ამგვარად, სიხარულის შენარჩუნებასაც მოახერხებთ. თანაც, ამისთვის 4-7-8-ის სუნთქვის ტექნიკასაც შეგიძლიათ, მიმართოთ:
- 4 წამი ჩაისუნთქეთ
- 7 წამი შეიკავეთ სუნთქვა
- 8 წამი ამოისუნთქეთ
- გაიმეორეთ რამდენიმეჯერ
მინიმუმამდე დაიყვანეთ სიხარულის ქურდების რაოდენობა — დააკვირდით, რა გართმევთ ბედნიერების შეგრძნებას, მაგალითისთვის სასურსათო მაღაზიასთან ვერასდროს პოულობთ თავისუფალ საპარკინგე სივრცეს? განიხილეთ დამატებით 10 წუთის გავლა ისეთ მაღაზიამდე, რომელთანაც პარკინგი მოიძებნება. არ გიყვართ, როცა კოლეგა სასმელზე გეპატიჟებათ, მაგრამ მაინც მიდიხართ? შემდგომში თავაზიანი უარით გაისტუმრეთ…
შექმენით ემოციური რეზერვი — ასე ნოსტალგიებს გააღვიძებთ და ბედნიერი მომენტებიც გაგახსენდებათ. შეგიძლიათ იმ მუსიკას მოუსმინოთ, რომელსაც შვებულებისას რთავდით ან როცა საყვარელი ბენდის მოსასმენად წახვალთ კონკრეტული სუნამო დაისხით, შემდეგ ჯერზე კი ეს სუნი მიღებულ სიამოვნებას გაგახსენებთ…












