in

როგორ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე?

თვითგანვითარება ყველანაირი მიღწევისა და წარმატების წინაპირობაა — როდესაც ადამიანი მუდმივად ზრუნავს უნარების დახვეწაზე, შედეგიც შესაბამისია. ეს არ ეხება მხოლოდ მხოლოდ ყოველდღიურ კეთილდღეობას, არამედ კარიერულ წინსვლასაც. ამიტომაც, სტატიაში თვითგანვითარებისთვის საჭირო რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

დაისახეთ მიზნები

მიზნების დასახვა დაგეხმარებათ, უკეთ განსაზღვროთ საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ჩამოწერეთ მიზნები, წარმოიდგინეთ მათი განხორციელების გზები — ეს საშუალებას მოგცემთ, შექმნათ რეალური სამოქმედო გეგმა, რომელიც სურვილების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

იყავით კრეატიული

კრეატიულობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა ხატვა, მუსიკის შექმნა ან წერა. შემოქმედებითობის გაზრდა კი მეტად მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ცხადია, ეს მხოლოდ კრეატიულ ინდუსტრიას არ ეხება — ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა გამოწვევების ინოვაციური გზებით გადაჭრა.

იყავით თავდაჯერებული

თავდაჯერებულობა ხშირად ის თვისებაა, რომელსაც დამსაქმებლები კანდიდატებში ეძებენ. საკუთარ თავში მის ასამაღლებლად განსაზღვრეთ ის მიმართულებები, რომლებშიც ძლიერი ხართ.

მეტი იკითხეთ და წერეთ

კითხვა არის აქტივობა, რომელიც გონებას ავითარებს. კითხვა აზრების სტიმულირებაში და ლექსიკის გამდიდრებაშიც დაგეხმარებათ. ამასთან, ყოველდღიური წერა აზრების ორგანიზებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური ან თუნდაც საკუთარი ესეები წეროთ, მთავარია ყოველდღიურად ამ პროცესს გარკვეული დრო დაუთმოთ.

აითვისეთ ახალი უნარები

ახალი უნარების ათვისებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები, რაც ძალიან სასარგებლო იქნება ახალი გამოწვევების გადასალახად, უკეთესი სამსახურის საპოვნელად და ა. შ. ახალ უნარებში შეიძლება იგულისხმებოდეს დროის მართვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენთვის საინტერესო და საჭიროა.

დახვეწეთ უკვე ათვისებული უნარები

თქვენს ამჟამინდელ უნარებზე მუშაობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი უნარების ათვისება. წარსულში შეძენილი უნარების დახვეწაზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ, ისინი უფრო მეტად გაითავისოთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ.

გახდით ორგანიზებული

ორგანიზებულობა ცხოვრების უკეთ მართვაში დაგეხმარებათ. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს, იქნება ეს სამუშაო კუთხის მოწესრიგება, დროის უკეთ მართვა, თუ დასახული მიზნების მისაღწევად კონკრეტული, თვალსაჩინო გეგმის არსებობა.

იმოგზაურეთ და გამოიკვლიეთ განსხვავებული კულტურები

მოგზაურობა მსოფლმხედველობის გაფართოებაში დაგეხმარებათ, ამასთან საშუალებას მოგცემთ, ყოველდღიური რუტინისგან პაუზა აიღოთ. მოგზაურობა ასევე საკუთარ თავში მეტი მოტივაციისა და შემოქმედებითობის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. დაფიქრდით თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში წელიწადში ერთი ან ორი უცნობი ადგილის მონახულებაზე.

ამასთან, სხვადასხვა კულტურის გამოკვლევა დაგეხმარებათ, გარშემო არსებული სამყაროს შესახებ მეტი ცოდნა შეიძინოთ. ახალი წეს-ჩვეულებების გაცნობამ და ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრამ შეიძლება უფრო ემპათიური და გულისხმიერი გაგხადოთ.

შეისწავლეთ ახალი ენა

ორი ან სამი ენის ფლობა შეიძლება სამსახურში ძალიან გამოგადგეთ. ამასთან, რამდენიმე ფრაზის ან სიტყვის ცოდნაც კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საერთაშორისო კლიენტებთან მოკლე კომუნიკაციის დასამყარებლად. შეგიძლიათ ყოველ დღე გარკვეული დრო დაუთმოთ ახალი ენის შესწავლას, რაც ამ მიმართულებით სტაბილურად განვითარების საშუალებას მოგცემთ.

ივარჯიშეთ და იზრუნეთ მენტალურ კეთილდღეობაზე

ვარჯიში, ჯანსაღ კვებასთან კომბინაციაში, დაგეხმარებათ გაზარდოთ ენერგიის დონე თქვენს ორგანიზმში და გახდეთ უფრო პროდუქტიული. ვარჯიშს შეუძლია აამაღლოს თქვენი ბედნიერების ხარისხი, ხოლო მისი ფიზიკური სარგებელი დაგეხმარებათ, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.

ამავდროულად, ფსიქიკური ჯანმრთელობა თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკა შეიძლება მრავალი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, როგორიც არის ახალი ჰობის აღმოჩენა, რეკრეაციულ აქტივობებში მონაწილეობა ან ამ სტატიაში ჩამოთვლილი სხვადასხვა პუნქტის გათვალისწინება.

დაიცავით ძილის გრაფიკი

სრულყოფილი ძილი მნიშვნელოვანია თქვენი პროდუქტიულობისთვის და ენერგიის დონის გაზრდისთვის. ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ. ეს თქვენს ორგანიზმს საშუალებას მისცემს, გარკვეული გრაფიკი შეიმუშაოს და უფრო ორგანიზებული გახდეს.

თათია მიხელიძე – #პირველისამსახური

უნდა დავპოსტოთ LinkedIn-ზე, როცა სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ?