მუდმივად პროგრესირებად და ქაოსურ სამყაროში უწყვეტი თვითგანვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — მით უმეტეს, როცა ცხოვრების ტემპი საგრძნობლად დაჩქარდა. შესაბამისად, დღეისათვის თვითგანვითარების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი დროის სწორი მენეჯმენტია.
დაისახეთ მკაფიო
ბუნებრივია, მკაფიო, გაზომვადი მიზნების დასახვა მიმართულების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. განსაზღვრეთ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნები — ეს საშუალებას მოგცემთ, პატარა ამოცანები მეტად განზოგადებულ მიზნებს დაუკავშიროთ და საბოლოოდ სწორედ იქ აღმოჩნდებით, საითკენაც მიიწევთ.
ამოცანები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთ
ყველა ამოცანა თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის. მათი პრიორიტეტების მიხედვით დასალაგებლად კი არსებობს ერთი შესანიშნავი ინსტრუმენტი — ეიზენჰაუერის მატრიცა, რომელიც ამოცანებს ყოფს ოთხ კატეგორიად მათი აქტუალურობისა და მნიშვნელოვნების მიხედვით. ბევრი წარმატებული ადამიანი სწორედ ამ პრაქტიკას მიჰყვება ყოველდღიურად.
შექმენით შესასრულებელი საქმეების სია
შეადგინეთ ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაოების სია, რომელიც ასახავს ამოცანებსა და პრიორიტეტებს. დიდი ამოცანების დაყოფამ პატარა, უფრო მართვად ნაბიჯებად, შეიძლება ისინი ნაკლებად დამღლელი და მეტად მიღწევადი გახადოს. რეგულარულად განაახლეთ თქვენი სია, რათა კურსი შეინარჩუნოთ.
დროის „ბლოკირება“
დროის კონკრეტული მონაკვეთი კონკრეტული აქტივობისთვის გამოყავით. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ მრავალფუნქციური დავალებები და დროის მოცემულ მონაკვეთში სრულად ჩაეფლოთ ერთ საქმეში — ეს გაზრდის თქვენს ეფექტიანობას და შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
მიჰყევით რეალისტურ დედლაინებს
რატომღაც დედლაინები ყველას გვაფორიაქებს — თითქოს, ყელში გვაქვს შესასრულებელი საქმეები წაჭერილი. თუმცა რეალისტური ვადების დაწესება ინდივიდუალურ მდგომარეობასა და შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
თავიდან მოიშორეთ ის, რაც დროს გაფლანგვინებთ
ეს ეტაპი შეიძლება მოიცავდეს სოციალური მედიის გადაჭარბებული გამოყენების შემცირებას, სამუშაო პროცესში შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას ან გარკვეული დაგეგმილი შეხვედრების აუცილებლობის გადააზრებას.
ისწავლეთ „არას“ თქმა
„არას“ თქმა დროის მენეჯმენტში ძალიან მნიშვნელოვანია. თავაზიანად თქვით უარი დამატებით დავალებებსა თუ ვალდებულებებზე, როდესაც ფიქრობთ, რომ ამას ვერ გაუმკლავდებით. საზღვრების დაწესება საშუალებას მოგცემთ, დრო თქვენს პრიორიტეტებს დაუთმოთ.
ტექნოლოგიები გონივრულად გამოიყენეთ
გამოიყენეთ პროდუქტიულობის ხელსაწყოები და აპლიკაციები, რათა დაალაგოთ ამოცანები და თვალყური ადევნოთ საკუთარ პროგრესს. ამოცანების მართვის ინსტრუმენტები, კალენდრის და დროის მონიტორინგის აპლიკაციები სამუშაო პროცესის გამარტივებაში და მიზანმიმართულობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
შეისვენეთ
დაგეგმეთ მოკლე შესვენებები, რომლებიც განტვირთვასა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. რეგულარული შესვენებები ხელს უშლის ზედმეტ გადატვირთვას და თქვენს პროდუქტიულობას ზრდის. გახსოვდეთ, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა დროის ეფექტიანად მართვის განუყოფელი ნაწილია.
შეცდომებზე ისწავლეთ
თუ დროის მართვის კონკრეტული სტრატეგია არაეფექტიანი აღმოჩნდა, ნუ დანებდებით. გაანალიზეთ რა მოხდა არასწორად, ისწავლეთ გამოცდილებიდან და მეთოდებიც ამის შესაბამისად შეცვალეთ. ყოველი შეცდომა ზრდის შესაძლებლობაა.
კონცენტრირდით უწყვეტ სწავლაზე
იყავით ინფორმირებული დროის მართვის ახალი ტექნიკებისა და ინსტრუმენტების შესახებ. დაესწარით სემინარებს, იკითხეთ წიგნები, კონცენტრირდით უნარების დახვეწაზე და უწყვეტ განვითარებაზე.