in

„ქოუჩინგი“, ანუ როგორ მართოთ კარიერა დამოუკიდებლად

დღეს, წარმატების მიღწევა ბევრად უფრო რთული გახდა, გარემო მუდმივად ცვალებადი და სირთულეებით სავსეა, ამის დასაძლევად კი ქოუჩინგი საუკეთესო გზაა. ეს მეთოდი სწორი კითხვების დასმასა და დადებითი შედეგების მიღწევაში გვეხმარება, რაც საკუთარი თავის გაგების საშუალებას, ახალ შესაძლებლობებსა და თავისუფლებას გვაძლევს. ქოუჩინგს შეუძლია ჩვენი კარიერა უკეთესი გახადოს, მაგრამ ჩვენ უკეთესი გზა გვჭირდება, რომ ამან, არა მხოლოდ კონკრეტული პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის, არამედ ყველასთვის იმუშაოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ქოუჩინგის სწავლა ყველას შეგიძლიათ, განურჩევლად იმისა, თუ რა გამოცდილება გაქვთ. იმისათვის, რომ საკუთარი თავის მართვა შეძლოთ, შემდეგი სამი უნარის განვითარებაზე უნდა იზრუნოთ.

თვითშემეცნება

თვითშემეცნების მაღალი დონის მისაღწევად, საკუთარი თავი ნათლად უნდა დავინახოთ და გავიგოთ, თუ როგორები ვართ. ამისთვის ორი გზა შეგიძლიათ გამოიყენოთ:

შექმენით ხუთწუთიანი გონების რუკა

საკუთარ თავზე ფიქრისთვის ფოკუსირებული დრო იშვიათად გვაქვს. მაგრამ თუ ჩვენ გვეცოდინება, როგორ მოქმედებს ჩვენი ღირებულებები და რწმენა ჩვენს ქმედებებზე, არჩევანის გაკეთებას მომავალში უფრო გაცნობიერებულად შევძლებთ.

ხუთწუთიანი გონებრივი რუკის შექმნა დაგეხმარებათ სწრაფად გაიგოთ თქვენი რეაქციები კარიერულ გამოწვევებზე. ამისთვის, თქვენი გამოწვევა გვერდის ცენტრში უნდა დაწეროთ, შემდეგ კი მიუწეროთ ნებისმიერი აზრი, რაც ამ გამოწვევის შესახებ გაქვთ. რაც უფრო რეგულარულად აკეთებთ ამას, მით უფრო მეტად ამჩნევთ თქვენს აზროვნებაში არსებულ საკითხებს, რომლებიც თქვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მუშაობენ. როგორც კი ისწავლით საკუთარი თავის მართვას, რთული სიტუაციებისგან თავის დაღწევასაც მარტივად მოახერხებთ.

გაიგეთ, როგორია განზრახვა და იმოქმედეთ

საკუთარ თავში არსებული უთანხმოებების დასადგენად, უნდა გაიგოთ შეესაბამება თუ არა ის, რაც გინდათ, რომ იყოთ, იმას, რაც რეალურად ხართ. საკუთარი თავის შესასწავლად კვირაში 3 მნიშვნელოვან სიტუაციაზე უნდა დაფიქრდეთ, სადაც ნათელი წარმოდგენა გაქვთ იმის შესახებ, თუ როგორ გინდათ გამოჩნდეთ. თითოეული სცენარისთვის თქვენი განზრახვა 1 სიტყვით შეაფასეთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება გინდათ, რომ იყოთ სანდო პრეზენტაციის დროს, ან გუნდური საერთო შეხვედრაზე.

ყოველი მსგავსი სიტუაციის შემდეგ, ჰკითხეთ მინიმუმ ერთ ადამიანს, ერთი სიტყვით აღწეროს თუ როგორი იყავით. ეს კითხვა ასე შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ: რა სიტყვას გამოიყენებ, რომ შეაჯამო ჩემი მიდგომა დღევანდელ შეხვედრაზე? – თქვენი და სხვა ადამიანის სიტყვების შედარებით, გაიგებთ თვითშემეცნების რა ეტაპზე ხართ.

CYQ, ანუ კითხვები საკუთარი თავისთვის

საკუთარი თავისთვის გამჭრიახი კითხვების დასმა, გაათავისუფლებს თქვენს აზროვნებას და დაგეხმარებათ განსაზღვროთ ქმედებები, რომლებიც დადებითი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ კითხვების ხარისხი ქვემოთ მოცემული სამი ფაქტორის გამოყენებით შეაფასოთ:

ღია პასუხის მქონე კითხვები

CYQ იწყება ვინ, რა, რატომ, სად, როდის ან როგორ კითხვებით და არა, დახურული კითხვით, რომლის პასუხად კის ან არას ვიღებთ. მაგალითად, თუ საკუთარ თავს ეკითხებით : მომწონს ჩემი სამსახური? ჰკითხეთ სხვაგვარად : რა მსიამოვნებს ჩემს საქმეში? თქვენ ნახავთ, რომ შედეგად უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ.

საკუთრება

CYQ-ები ფოკუსირებულია საკუთრებაზე და ყოველთვის შეიცავს მეს. იმის ნაცვლად, რომ იკითხოთ როგორ განვითარდა ეს ადამიანი ჩემზე სწრაფად?უნდა დასვათ კითხვა: როგორ შემიძლია დავაჩქარო ჩემი პროგრესი?. რადგან საკუთარი ქმედებების იდენტიფიცირებით, თქვენ უფრო მეტ ცვლილებას განახორციელებთ.

დამოუკიდებელი კითხვები

კითხვების დასმისას არ გააერთიანოთ ორი კითხვა ერთში, მაგალითად, კითხვა რატომ ვერ მოვასწარი დავალების შესრულება და რატომ ვერ ვაკონტროლებ თავს? ორ ნაწილად უნდა გაყოთ. ეს უფრო მრავალფეროვანი პასუხების მიღებასა და შესაბამის მოქმედებებში გეხმარებათ.

აქ არის 5 ღია პასუხის მქონე კითხვა: 

  1. რა მაძლევს ყველაზე დიდ ენერგიას სამსახურში?
  2. როდის შევძლებ ჩემი თავის რწმენას?
  3. როგორ გავზარდო დადებითი შედეგების მიღების სიხშირე?
  4. ვის შეუძლია შემომთავაზოს განსხვავებული პერსპექტივა ჩემს კარიერულ გამოწვევაზე?
  5. როგორი მინდა იყოს არსებული რეალობა 12 თვეში?

მოუსმინეთ საკუთარ თავს

იმისთვის, რომ საკუთარი თავის მართვა მოახერხოთ, საკუთარი თავის მოსმენასა და შეხედულებებში უნდა დახელოვნდეთ. ეს კი, საბოლოოდ, ჩვენს ქმედებებს ჩამოაყალიბებს. თუმცა, ყურადღების გადატანამ და დისკომფორტმა შეიძლება ჩვენი გონებაისეთ საკითხებზე მიიზიდოს, რაზეც მუშაობა უფრო მარტივია. თუმცა, აქაც არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რითაც საკუთარი თავის მოსმენას უკეთ შეძლებთ:

იპოვეთ გამოსავალი

მაგალითად, თუ ტექნოლოგია თქვენი სისუსტეა, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი თქვენი მოწყობილობების სხვა ოთახში დატოვებით. თუ სხვა ადამიანები გიფანტავენ ყურადღებას, სცადეთ ისეთ სივრცეში გასვლა, სადაც მარტო იქნებით, მარტივად კონცენტრირდებით და საკუთარ თავზე დაკვირვებას შეძლებთ.

გახდით თქვენი თავის საუკეთესო მეგობარი

საკუთარი თავის შესწავლისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვის ელაპარაკები შენს თავში. ჩვენ ყველას გვაქვს შინაგანი მე და თვითკრიტიკა. ისინი ხშირად გვეუბნებიან მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი ამის გასარკვევად ან მე არ შემიძლია ამის გაკეთება, ამიტომ უნდა დავნებდე.

თვითკრიტიკა რომ დაიკმაყოფილოთ, დაელაპარაკეთ საკუთარ თავს ისე, როგორც საუკეთესო მეგობარი გელაპარაკებათ თქვენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს საუკეთესო მეგობარს ელაპარაკებით და ჩამოწერეთ 3 გამამხნევებელი ფრაზა, რომელსაც ისინი გეტყოდნენ. შესაძლოა მათ თქვენი წარმატებული ნაბიჯები შეგახსენონ, როგორ გაუმკლავდით მარცხს ან როგორი მამაცი და მონდომებული ხართ. ამიტომ, როცა თვითკრიტიკას დაიწყებთ, ყოველთვის გაიხსენეთ ეს ადამიანი.

საკუთარი თავის მართვის უნარით, კითხვებზე შესაბამის პასუხებს იღებთ, რაც კარიერულ განვითარებასა და დაბრკოლებების დაძლევაში გეხმარებათ. 2022 წელი კი საუკეთესო დროა საკუთარი თავის მართვის უნარის გასაუმჯობესებლად.

 

წყარო: HBR



Sony-ს 3D კატა ერთი ეკრანიდან მეორეზე ხტება

WORLDBUS-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, როგორც გლობალური ვაჭრობის ახალი პერსპექტივა