სახლში სტუმრად მოსული მეგობრები პირველი. რასაც გვეკითხებიან, თანამედროვე რეალობასაა მორგებული: „აუ, Wi-Fi-ის პაროლი მითხარი, რა…“ ავტომატურად დაყენებული ციფრებისა და ასოების უჩვეულო კომბინაცია კი იშვიათად თუ გვამახსოვრდება ხოლმე — რა თქმა უნდა, თუ საგანგებოდ არ შევარჩიეთ ასოციაციებით დაკავშირებული „დაშიფრული კოდი“. ამას მოჰყვება სადღაც ნოუთებში მონიშნული პაროლების გადამოწმება, ოჯახის წევრებთან გადაძახება-დარეკვა და ა. შ.
მოკლედ, ასე თუ ისე, სიტუაცია ზუსტად აღვწერეთ. ახლა კი იმასაც გაგანდობთ, როგორ შეუძლიათ iPhone-ის მომხმარებლებს მსგავსი პრობლემისგან თავის დაღწევა.
პირველ რიგში, ახლავე შეგიძლიათ იმ ქსელის პაროლის ნახვა, რომელთანაც ან ამჟამად ხართ დაკავშირებული ამისათვის მიჰყევით: პარამეტრები > Wi-Fi, იპოვეთ Wi-Fi ქსელი, რომლის პაროლიც გსურთ და შეეხეთ ინფორმაციის ხატულას. შემდეგ დააკლიკეთ პაროლს და გამოიყენეთ Face ID, Touch ID ან შეიყვანეთ თქვენი კოდი Wi-Fi ქსელის პაროლის სანახავად. ბოლოს კი დააწკაპუნეთ დაკოპირებას, რათა პაროლი თქვენს ბუფერში შეინახოთ.
თუმცა ეს მხოლოდ იმ ქსელებზე მუშაობს, რომლებთანაც ახლა ხართ დაკავშირებული. გარდა ამისა, არსებობს ძველი, დავიწყებული Wi-Fi-ის პაროლების ნახვის გზაც. მიჰყევით: პარამეტრები > Wi-Fi და რედაქტირების ღილაკი ზედა მარჯვენა კუთხეში. თქვენი ცნობილი ქსელების სია, ან თითოეული Wi-Fi ქსელი, რომელსაც ოდესმე დაჰკავშირებიხართ, ანბანური და რიცხვითი თანმიმდევრობით გამოჩნდება.
პაროლის სანახავად შეეხეთ ინფორმაციის ხატულას და შემდეგ დააჭირეთ პაროლს.