in

როგორ ვთქვათ “არა” მას შემდეგ, რაც თანხმობა უკვე განვაცხადეთ?

უარის თქმა არასდროს არის ადვილი…

წარმოიდგინეთ, კოლეგა გეკითხებათ შეგიძლიათ თუ არა, მათ მიერ შექმნილ ახალ კომიტეტს უხელმძღვანელოთ. ალბათ, პირველი რეაქცია დაუფიქრებელი პასუხი იქნება, რომ წინადადებას დიდი სიამოვნებით დათანხმდებით… თუმცა დროთა განმავლობაში აცნობიერებთ, რამდენად დიდი სირთულეებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული და როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება. მაგრამ ყოყმანობთ უარი თქვათ იმ ვალდებულებაზე, რომელზეც უკვე თანხმობა განაცხადეთ.

უარის თქმა არასდროს არის ადვილი – განსაკუთრებით რთული კი დათანხმების შემდეგაა. ასეთ დროს ნერვიულობთ, რომ უკან დახევა ურთიერთობაში პრობლემებს წარმოქმნის, ადამიანები არასანდო და არასაიმედო პიროვნებად მიგიჩნევენ… ან ცუდ მოთამაშედ. ეს შიშები განსაკუთრებით მძაფრია მგრძნობიარე ადამიანებში, ვინც მოცემულობის გადაჭარბებული გაანალიზებისკენ არიან მიდრეკილნი.

თუ საკუთარ თავს კონკრეტულ ურთიერთობასთან აკავშირებთ, თანხმობის დათმობაზე ფიქრი და სხვისი იმედგაცრუების წარმოდგენა შეიძლება, ძალიან დამთრგუნველი იყოს. როგორც კვლევები მოწმობს, ტვინი არ განასხვავებს შესაძლო სოციალურ უარყოფასა და ფიზიკურ ტკივილს. ამიტომაც, ხშირად საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე განაგრძობთ დადებული პირობის შესრულებას.

გახსოვდეთ, თუკი რაიმე მიზეზით ვეღარ განაგრძობთ თანამშრომლობას და უბრალოდ აღარ გსურთ პროექტში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, გონივრულად განაცხადოთ უარი. ამგვარად რეპუტაციასაც შეინარჩუნებთ და კარგ ურთიერთობას კოლეგებთან. სტატიაში მოცემული რამდენიმე რჩევა კი დაგეხმარებათ, თანხმობის შემდეგ ტაქტიანად და პროფესიონალურად განაცხადოთ.

გაითვალისწინეთ ღირებულება

ახალი გადაწყვეტილების გამჟღავნებამდე დარწმუნდით, რომ უკან დახევა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იქნება. მაგალითად, დავუშვათ, რომ თქვენი უფროსის ახალ ინიციატივას ეთანხმებით, მაგრამ ამ ეტაპზე ეჭვობთ გსურთ თუ არა მასში მონაწილეობის მიღება. შეაფასეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტი ძირითადი ბიზნეს პრიორიტეტებისთვის.

თუ ეს ინიციატივა შესაძლებლობას გაძლევთ, კომპანიის სხვა ნაწილებს გაეცნოთ და სოციალური კაპიტალი ან ახალი უნარები დააგროვოთ, შეიძლება, მსხვერპლის გაღებაზეც დაფიქრდეთ. თუმცა თუ ხარჯები სარგებელს აღემატება (როგორიცაა გავლენა თქვენს პირად ცხოვრებაზე ან მიმდინარე პროექტებზე) ნამდვილად უარის თქმა სჯობს.

შეცვალეთ თქვენი ხედვა

თუ პარანოიდული შიში გაქვთ იმისა, რომ კოლეგები უპასუხისმგებლოდ აღგიქვამენ,სხვა კუთხითაც იფიქრეთ. ნამდვილად ეგოისტური და შეუსაბამო იქნებოდა მოვალეობის შესრულება მაშინ, როცა იცით, რომ სათანადოდ ვერ გაართმევთ მას თავს. თუ დანაპირებს ვერ ასრულებთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირად ბედნიერებას და ძლიერ ურთიერთობებს საფრთხე შეექმნება. ასევე, იფიქრეთ იმ პოზიტიურ თვისებებზე, რომლებსაც გონივრული უკან დახევისას ავლენთ. ასეთ დროს ძლიერი ლიდერის ყველა თვისებას უსვამთ ხაზს – პრიორიტეტულობას, დროის მენეჯმენტის უნარსა და გამჭვირვალე კომუნიკაციას.

იყავით დიპლომატიური, მაგრამ გულწრფელი

როდესაც გადაწყვეტილების გამჟღავნების დრო დგება, სიმტკიცე გამოიჩინეთ და ზედმეტ ახნას ნუ მოჰყვებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეეცადეთ, იყოთ პირდაპირი, გულწრფელი და ყველაფერი გაცნობიერებულად თქვით. მაგალითად, შეგიძლიათ, ასეთი სახით ტექსტი მოამზადოთ: “როდესაც თანხმობა განვაცხადე, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას შევძლებდი. თუმცა მივხდი, რომ ძალიან გადატვირთული ვარ და არის რამდენიმე პროფესიული ვალდებულება, რომლებზეც უარს ვერ ვიტყვი. ამრიგად, ვეღარ დავიცავ მოცემულ პირობას”. 

გარდა ამისა, შეგიძლიათ, ინიციატივა თავად უფროსს გადასცეთ – დაანახეთ მას თქვენი გადატვირთული განრიგი და შესასრულებელი მოვალეობების სია. ასე კიდევ უფრო მარტივი და ნაკლებ მტკივნეული იქნება თანხმობაზე უარის თქმა.

მოუფრთხილდით ურთიერთობას

ნებისმიერი შეცდომის, გაუგებრობის, ან უბრალოდ ზედმეტი მუშაობის გამო ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელმაც წინადადება შემოგთავაზათ, თქვენზე იყო დამოკიდებული და, შესაძლოა, მთელი გეგმები თქვენს ჩართულობაზე ჰქონდა აგებული. თუ უარის თქმას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ თქვათ: “ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ის, რასაც ჩემზე ფიქრობდით, ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველი, როდის განახორციელებთ თითოეულ მიზანს”. 

შესთავაზეთ ალტერნატივა

კარგი იქნება, თუ გუნდის წევრებს განსხვავებულ განრიგს შესთავაზებთ და სამომავლო შეხვედრასაც განიხილავთ. “მართალია, ახლა უარი უნდა ვთქვა შემოთავაზება, მაგრამ გთხოვთ, სამომავლოდ გაითვალისწინოთ, რომ რამდენიმე თვეში კვლავ შეგეძლებათ ჩემთან დაკავშირება”. 

გარდა ამისა, შეგიძლიათ, კოლეგებთან სხვა სანდო ადამიანს გაუწიოთ რეკომენდაცია. ან უბრალოდ შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოთ, როგორიცაა პოდკასტები ან სასწავლო მასალა, რომელიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს ან პრობლემებს გადაჭრის.

ისწავლეთ სიტუაციისგან

პასუხისმგებლობის უარყოფა არ არის სახალისო თუ სასიამოვნო პროცესი. თუმცა იგი ერთგვარი ღირებული გაკვეთილი და სტიმულია იმ ადამიანების კმაყოფილების ტენდენციების დასაძლევად, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი წარმატების გზაზე აღმოჩნდნენ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა განამტკიცოთ ის, რასაც აკეთებთ.

შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში, როდესაც უკან დახევაა საჭირო. ნუ აქცევთ ამას განუყოფელ ჩვევას, მაგრამ ნებისმიერი მოვლენის მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეთ, რათა საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

წყარო: HBR



როგორ უვლიან კულტურულ ძეგლებს თანამედროვე მსოფლიოში?

პრობლემების ჭკვიანური გადაწყვეტები არატრადიციული მიდგომით – თემო თეთრაშვილის კონტენტ სტუდიო „სამსარა“