in ,

როგორ ვთხოვოთ ხელი ბიჭს?! – იხილეთ Dove-ს ახალ რეკლამაში

ტრადიციის თანახმად, სიყვარულში პირველი ბიჭი უნდა გამოტყდეს. სწორია თუ არა ეს?! Dove–ის ახალი ვიდეორგოლი მანდილოსნებს ამ კითხვაზე დამაფიქრებელ პასუხს გასცემს და რაღაც დოზით დაგვარწმუნებს კიდეც, რომ მატრიარქატი მოგვდგომია კარს.

ლუიზა 12 წლიდან იყო შეყვარებული რობზე, რომელიც იმ დროს ერთ–ერთ გერმანულ ბოიბენდში მღეროდა. გოგონას მისი პოსტერი, წლების მანძილზე, კედელზეც კი ჰქონდა გაკრული.

ერთხელაც, ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, საიდანაც დაიწყო მათი სასიყვარულო თავგადასავალი. თავიდან ისინი კარგი მეგობრები იყვნენ, ხოლო მოგვიანებით მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ლუიზამ, რომელიც ტრადიციების მიმდევარი არასდროს ყოფილა, გადაწყვიტა თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი და რობისთვის ხელი ეთხოვნა.

მაშ ასე, თუ აქამდე სულ ბიჭებს ვხედავდით მუხლზე დამდგარს, ახლა საღამოს კაბაში გამოწყობილი გოგონას ჯერი დადგა.

P.S. He said yes! 

 

https://www.youtube.com/watch?v=AN-h0-bgduQ

ტემზაზე მოტივტივე გიგანტური მაიმუნი – PG tips ჩაის რეკლამა

როგორ უნდა “აიძულო” ხელისუფლება, შეიტანოს ცვლილებები კანონში?! – პერუელების სოციალური კამპანია