in ,

როგორ მოვასწროთ ჩემპიონატის ყურება, თუკი გამოცდებისთვის გვაქვს სამეცადინო?! – ფრანგულმა ბანკმა ეფექტური გამოსავალი იპოვნა

ჩოგბურთის ჩემპიონატი და გამოცდების პერიოდი ყველაზე საზარელი დამთხვევაა 700 000-ზე მეტი ფრანგი სტუდენტისთვის. თუმცა, გამოსავლის პოვნა აქაც შესაძლებელი ყოფილა. როგორ ვუყუროთ თამაშს და თან ვიმეცადინოთ?!

BOG
BOG

 

 

იმ დროს, რომელიც სწავლისთვის უნდა გამოეყენებინა, უამრავი სტუდენტი ივნისის თვეში გართული სპორტული შეჯიბრების Roland Garros ყურებაში ატარებს. ამის დასტურია მათ მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვენებული სტატუსები ჰაშთაგით #RolandGarros,მოწყენილი “ემოჯისა” და ტექსტების საშუალებით, ისინი მეგობრებს სწავლისათვის განკუთვნილი დროის გაცდენის შესახებ ატყობინებენ.

Roland Garros ჩემპიონატის სპონსორმა ბანკმა, BNP Paribas, მომავალი თაობის განათლებასა და ჩემპიონატის აუდიტორიაზე ერთდროულად იზრუნა და კამპანია Study with Roland Garros წამოიწყო. ეს არის მსოფლიოში პირველი ლაივ კომენტარები, რომლებიც სტუდენტებს თამაშის ყურების პარალელურად სწავლის საშუელებას აძლევს.

კომენტატორები თავის ტექსტში საინტერესო პარალელებს ავლებენ თამაშსა და სტუდენტებისთვის მისაწოდებელ ინფორმაციას შორის. სერენა უილიამსის პირველობას ჩოგბურთში კომენტატორი ეკონომიკაში ამერიკის პირველობასთან აკავშირებს.

ამ გამომგონებლური სერვისით სარგებლობა სტუდენტებს ინტერნეტ რადიოს საშუალებით სხვადასხვა ტელეშოუების მოსმენის პარალელურადაც შეუძლიათ. ამან მსმენელთა რაოდენობა 5000%-ით გაზარდა.

ორიგინალური და ეფექტური კამპანიის საშუალებით, რომელიც ფრანგულმა ბანკმა სარეკლამო სააგენტო  Publicis Conseil-ის დახმარებით განახორციელა, სტუდენტების განათლების დონის პარალელურად, ჩემპიონატის მაყურებელთა რიცხვიც გაზარდა.

ცრემლიანი თვალები და დიდი სიხარული – Nike-მა კლივლენდ კავალიერსის გულშემატკივრებს ვიდეორგოლი მიუძღვნა

Jeep Wrangler-ის ექსტრემალური ლაშქრობა ბაჯას უდაბნოში – Pennzoil–ის რეკლამა “შეშლილი მაქსის” სტილში