in

როგორ ვუხელმძღვანელოთ გუნდს ეფექტურად, როდესაც ყველა გადაღლილია?

სწორედ ახლა, ამ მოწყენილობისა და უმოქმედობის ჟამს სასიცოცხლო ძალების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღამ კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, მიუხედავად ვაქცინის შექმნით გაჩენილი იმედისა, მენტალური, ემოციური ფონი საგრძნობლად დაუქვეითდათ. პირად დონეზე ისინი თავისუფლების, მონდომებისა და ენერგიის დაქვეითებას განიცდიან, განსხვავებით პირველი ტალღისა, როდესაც კომპანიებში მეტნაკლებად შენარჩუნებული იყო გარკვეული სტაბილურობა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

იმისათვის, რომ კომპანიების ხელმძღვანელებმა პანდემიის მეორე ტალღაც წარმატებით გადალახონ, საჭიროა პიროვნული მდგრადობის გადაფასება – რამდენად ძლიერი ხართ ზეწოლის ქვეშ? რამდენად სწრაფად უბრუნდებით ჩვეულ მდგომარეობას მარცხის შემდეგ? 

და ყველაზე მთავარი – როგორ შეგიძლიათ მენტალური ძალის პოვნა, ბოლო მილის გასავლელად?

როგორ ვუხელმძღვანელოთ სწორად, როცა მთელი მსოფლიო დაიღალა?

პანდემიის პირველი ტალღის დროს პირადი გამძლეობა ფსიქოლოგიურ საგანგებო რეაგირებას ეყრდნობოდა, რომელსაც აღგზნება ეწოდება. შოკი, საფრთხე და მოულოდნელი გაურკვევლობა გვაფრთხილებს და ზეპაირულ რესურსებს ვააქტიურებთ – ადრენალინი, საბრძოლო სულისკვეთება და ერთიანი მზადყოფნა. ეს პასუხი იმპულსური და უნივერსალურია ყველასთვის.

მეორე ტალღა კი პირადი მდგრადობის ახლებურ გაგებას მოითხოვს, რადგან ის ფსიქოლოგიურ გამძლეობას ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ უფრო ღრმად დანერგილ ემოციურ ნიმუშებზეა დაფუძნებული – ისინი ჩვენი ინდივიდუალური გამოცდილებით, საჭიროებებითა და ისტორიებით არის ჩამოყალიბებული. სწორედ ახლა, ამ მოწყენილობისა და უმოქმედობის ჟამს სასიცოცხლო ძალების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მდგრადობის კულტივაცია გუნდის წევრებთან მიმართებით განსხვავებულ ხედვას მოითხოვს – საჭიროა, ხელმძღვანელმა წინასწარ დასახოს წლის განმავლობაში პოტენციურად არსებული გამოწვევები და შემდგომ უკვე იზრუნოს ფსიქოლოგიურ გამძლეობაზე, რომელსაც მიზნის მიღწევა მოითხოვს.

შეგიძლიათ, გამოიყენოთ სამი მთავარი გასაღები: 1) განსხვავება აუცილებლობასა და გადაუდებლობას შორის; 2) კომფორტისა და შეკავების დაბალანსება; 3) საკუთარი თავისა და სხვების ენერგიით ავსების გზების პოვნა

განსხვავება აუცილებლობასა და გადაუდებლობას შორის

აშკარაა, რამდენად ერიდებიან ადამიანები გამოწვევების წინაშე აღმოჩენას, კრიზისებზე ბუნებრივი რეაგირებით, გვერდს ვუვლით ყველაფერს, რაც ჩვენგან გადაუდებელ ყურადღებას არ საჭიროებს. და როდესაც გადაუდებელ საქმეს ვაგვარებთ, ვგრძნობთ, რომ დასვენებას ვიმსახურებთ – ეს კი არასწორი ქმედებაა. რა თქმა უნდა, დასვენება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, მაგრამ უმოქმედობას ყოველთვის მოაქვს ნეგატიური შედეგი. მაგალითისთვის, სამხედრო ნაწილებში მოწყენილობა და ლოდინის დრო უფრო სტრესულად აღიქმება, ვიდრე რეალურ საბრძოლო მოქმედებებში.

კვლევა, “უნარშეზღუდული გონების გამოწვევები”, ნათლად წარმოაჩენს, როგორი მიუღებელია უმოქმედობა ადამიანისთვის. ექსპერიმენტში მონაწილე ადამაინებს უბრძანეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში სრულიად უმოქმედოდ ყოფილიყვნენ. როგოგრი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ამას ელექტროშოკის საკუთარ თავზე გამოყენება ამჯობინეს – ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რაიმე, თუნდაც საკუთარი თავისთვის საზიანო აკეთოს, ვიდრე უმოქმედოდ იყოს.

ასევე, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მოკლევადიანი იმპულსების გრძელვადიანად გარდაქმნა? აკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, კრიზისიდან თავის დასაღწევად? ცვლილებების ფანჯარა შესაძლოა, მალე დაიხუროს და ახლა კეთილი განზრახვების მოქმედებებად ქცევის დროა.

კომფორტისა და შეკავების დაბალანსება

მოქმედებისათვის თქვენ და თქვენს თანამშრომლებს მოტივაცია, თანაგრძნობა და შეკავება გჭირდებათ, რადგან მენტალური თვალსაზრისით დეპრესიის, მარტოობისა და შფოთვის პერიოდია. Mercer- ის მიერ ჩატარებულმა გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ სადაზღვეო კომპანიების უმრავლესობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას მოწევას უთანაბრებს.

ამიტომაც, ლიდერები სერიოზულად უნდა მოეკიდონ თანამშრომლების მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობას. ახლა მათ იმაზე მეტი სითბო და ყურადღება სჭირდებათ, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე. ამას ცხრილებითა და დავალებებით ვერ მიაღწევთ, არამედ საჭიროა მოსმენა, გაგება და გულახდილი საუბარი.

ასეთ დროს ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ნუ მოერიდებით იმის აღიარებას, რომ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გსურთ და დამატებითი ძალებია საჭირო. ასევე, კარგი იქნება, თუ თქვენს თანამშრომელბს წაახლისებთ და ხაზს გაუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი თითოეულ საქმეში. IMD-ის პროფესორის, ანანდ ნარასიმანის, თქმით, “შესაძლებლობას უნდა დააკვირდე და აღიქვა ის, რაც შენ გარშემო ხდება, თუმცა სტაბილურობის გრძნობის განცდით”.

მას შემდეგ, რაც თანამშრომლებს ენერგიითა და მოტივაციით აავსებთ, დროა, განსაზღვროთ, როგორ შეხვდებით მომავლის გამოწვევებს და იზრუნეთ, რომ ეს დამყარებული კავშირი აღარ გაწყდეს.

შემატეთ ენერგია ყველას, ყოველდღე

ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რა დრო რჩება პანდემიური კრიზისიდან თავის დაღწევამდე და ამ გაურკვევლობის, არასტაბილურობის ჟამს ლიდერებისა და თანამშრომლების ენერგიის შენარჩუნება შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ამიტომ, ეცადეთ, თქვენი გუნდი მამოტივირებელი ფრაზებით შთააგონოთ – “ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ”; “ჩვენ ამას გავუმკლავდებით”. თანაც, გახსოვდეთ, ახლა ენერგია თავისით არ გაჩნდება და ვალდებული ხართ, თავად გამოიმუშაოთ ის, როგორც LEGO-ს ჯგუფმა განსაზღვრა “ენერგია ყველას, ყოველდღე”, როგორც ცენტრალური ხელმძღვანელობის პრინციპი.

ენერგიის გასაზრდელად შეგიძლიათ, ერთმანეთს წარმატების ისტორიები გაუზიაროთ, ჩაატაროთ სხვადასხვა კონკურსები, წარადგინოთ საინტერესო პროექტები. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, ორი ტიპის თანამშრომელს შეხვდეთ – რომლებსაც ყველაფერი წარმავალად მიაჩნიათ (მათ შორის, წარმატებაც) და ფიქრობენ, რომ სანამ დროა, საკუთარი წვლილიც უნდა შეიტანონ რაღაც დიდის გაკეთებაში. და შეხვდებით ისეთებსაც, ვისაც მეტისმეტად დაბალი თვითშეფასება აქვთ და ფიქრობენ, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

გახსოვდეთ, გამძლეობა ყველაზე ფუნდამენტური თვისებაა, ქაოსში გადასაადგილებლად. ეს არის ძალა, რომელიც დაბრკოლებების გადალახვასა და ბალანსის პოვნაში გვეხმარება. მართეთ მენტალური ძალა საკუთარ თავში და წარმატებით გაივლით “ბოლო მილს”.

წყარო: HBR



შტუტგარტი: „ეს ფორმა თანასწორობასა და ფაშიზმის თითოეული მსხვერპლის ხსოვნას ეძღვნება“

ახალი ბაზარი ახალი შესაძლებლობებით – ქართული კომპანია Noxtton შვეიცარიის ბაზარზე შედის