in

როგორ წავშალოთ სოციალური ქსელების ანგარიშები სამუდამოდ?

უკვე წლებია, ფეისბუქი, ინსტაგრამი და ლინკდინი შესანიშნავი ციფრული სივრცეებია როგორც პირადი, ისე პროფესიული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, ალგორითმულმა ცვლილებებმა ადამიანთა ნაწილზე უარყოფითად იმოქმედა. ამის ფონზე კი მეტ ადამიანს გაუჩნდა არსებული ანგარიშების გაუქმების სურვილი. ამ სტატიაშიც სწორედ იმ გზებს გაეცნობით, რომლებიც რამდენიმე სოციალური ქსელის გაუქმებაში დაგეხმარებათ.

როგორ წავშალოთ Facebook?

სანამ რამეს გააკეთებთ, წაიკითხეთ Facebook-ის დახმარების ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები, თუ რას ნიშნავს თქვენი ანგარიშის სამუდამოდ წაშლა. თუ კვლავ გსურთ გაგრძელება, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს:

  • დააწკაპუნეთ თქვენი პროფილის სურათზე Facebook-ის ზედა მარჯვენა კუთხეში
  • აირჩიეთ პარამეტრები და კონფიდენციალურობა (Settings & Privacy), შემდეგ დააჭირეთ პარამეტრებს
  • თუ ანგარიშების ცენტრი თქვენი პარამეტრების მენიუს ზედა მარცხენა ნაწილშია, ანგარიშის წაშლა აქედანვე შეგიძლიათ. თუ ანგარიშების ცენტრი თქვენი პარამეტრების მენიუს ქვედა მარცხენა ნაწილშია, აქვე დააკლიკეთ და ფეისბუქს პარამეტრების მეშვეობით წაშლით.

თუ Facebook-ს ანგარიშების ცენტრის მეშვეობით გააუქმებთ, მაშინ:

  • დააწკაპუნეთ Accounts Centre-ს ეკრანის ზედა მარცხენა მხარეს
  • დააწკაპუნეთ პერსონალურ დეტალებს (Personal Details) ანგარიშის პარამეტრებში
  • დააკლიკეთ Account ownership and control-ს
  • აქ გამოჩნდება Deactivation or Deletion
  • აირჩიეთ ანგარიში, რომლის წაშლაც გსურთ
  • მონიშნეთ Delete account და დააწკაპუნეთ Continue-ს

თუ პარამეტრების მეშვეობით შლით:

  • დააკლიკეთ Facebook information-ს
  • დააკლიკეთ Deactivation and Deletion-ს
  • აირჩიეთ ანგარიშის წაშლა, შემდეგ დააწკაპუნეთ ანგარიშის წაშლის გაგრძელებას (Continue to account deletion)
  • მონიშნეთ Delete account, შეიყვანეთ პაროლი და დააჭირეთ გაგრძელებას

თუ ანგარიშის წაშლას გადაიფიქრებთ, 30 დღის ვადაში შეგეძლებათ მისი დაბრუნება. ხოლო 30 დღის შემდეგ სამუდამოდ გაქრება თქვენი ანგარიში და ინფორმაცია.

დააჭირეთ ანგარიშის წაშლას, შეიყვანეთ პაროლი და შემდეგ დააჭირეთ გაგრძელება.

როგორ წავშალოთ Instagram და Threads?

გაითვალისწინეთ, რომ ინსტაგრამის ანგარიშის წაშლის შემთხვევაში Threads-იც ავტომატურად გაუქმდება. ანალოგიურად მოხდება საპირისპირო შემთხვევაში — ერთი მეორესთანაა დაკავშირებული.

თუ ამის მიუხედავად მაინც გსურთ ანგარიშის გაუქმება, ამ მარტივ გზას მიჰყევით:

  • ინსტაგრამის ვებ ვერსიაში შედით ანგარიშის წაშლის გვერდზე
  • მენიუში მონიშნეთ მიზეზი, თუ რატომ გსურთ ანგარიშის წაშლა და ხელახლა შეიყვანეთ პაროლი

ანგარიშის სამუდამოდ წაშლა ანგარიშების ცენტრიდან:

  • დააჭირეთ მენიუს ქვედა მარცხენა კუთხეში, შემდეგ აირჩიეთ პარამეტრები
  • დააწკაპუნეთ ანგარიშების ცენტრზე ( Accounts Centre), შემდეგ დააჭირეთ პერსონალურ დეტალებს (Personal Details)
  • დააკლიკეთ Account Ownership and Control-ს, შემდეგ — Deactivation or Deletion-ს
  • მონიშნეთ ანგარიში, რომლის სამუდამოდ წაშლაც გსურთ
  • დააწკაპუნეთ ანგარიშის წაშლას, შემდეგ კი — გაგრძელებას

მას შემდეგ, რაც კონკრეტული ანგარიში წაიშლება, შეგიძლიათ, ხელახლა დარეგისტრირდეთ იმავე მომხმარებლის სახელით. ამ შემთხვევაშიც 30 დღის პრონციპი მოქმედებს: თუ ამ ვადაში გადაწყვეტთ ანგარიშის დაბრუნებას, პრობლემა არ შეგექმნებათ; ვადის გადაცილების შემდეგ კი ინფორმაცია სამუდამოდ წაიშლება.

როგორ წავშალოთ X (ყოფილი ტვიტერი)?

თუ X-ის წაშლას ვებ ვერსიიდან ცდილობთ, ამას მარტივად მოახერხებთ:

  • შედით თქვენს ანგარიშზე, დააკლიკეთ More button-ს ზედა მარცხენა კუთხეში, აირჩიეთ Settings & Support
  • აირჩიეთ Settings & Privacy და დააკლიეთ Your Account-ს
  • აირჩიეთ რეაქტივაციის სასურველი პერიოდი — 30 დღიდან 12 თვემდე და დააწკაპუნეთ Deactivate-ს
  • საბოლოოდ, X პაროლის შეყვანას მოგთხოვთ და ხელახლა უნდა დააკლიკოთ Deactivate-ს. 30 დღის ან 12 თვის შემდეგ ანგარიში სამუდამოდ წაიშლება.

როგორ წავშალოთ TikTok?

TikTok-ის წასაშლელად აუცილებლად მისი აპლიკაცია უნდა გამოიყენოთ:

  • ზედა მარჯვენა კუთხეში დააკლიკეთ პროფილს
  • შემდეგ სამხაზიან ნიშანს კვლავ ზედა მარჯვენა კუთხეში
  • დააკლიკეთ Settings & Privacy-ს
  • დააწკაპუნეთ Manage Account > Delete Account
  • მიჰყევით ინსტრუქციას და ანგარიშსაც საბოლოოდ წაშლით

როგორ წავშალოთ LinkedIn?

  • დააკლიკეთ Me აიკონს, რომელიც ლინკდინის მთავარ გვერდზე, ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს
  • აირჩიეთ Select Settings & Privacy
  • Account Management-ის სექციაში მონიშნეთ Change, Close Account-ის გვერდით
  • მონიშნეთ მიზეზი, რის გამოც ანგარიშის წაშლა გსურთ და დააკლიკეთ Next-ს
  • შეიყვანეთ პაროლი და დააკლიკეთ Close Account-ს

ამერიკული გეგმარება, რეკრეაციული ზონა და საჩუქარი მყიდველს – „ჰილსაიდ ისთეითის” შეთავაზება

Extra-ს მარკეტინგის განყოფილებას მარიშა გოგოლაური უხელმძღვანელებს