in

როგორ ხედავენ ძაღლები სამყაროს? — კვლევა

თუ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ ძაღლები ან როგორ უყურებენ ისინი სამყაროს, მათი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში მოთავსების შედეგად მიღებულ შედეგებს უნდა გაეცნოთ. მეცნიერთა ჯგუფმა მანქანური სწავლებით ვიზუალები გაშიფრა. მათ ძაღლებსა და ადამიანებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც კი დააფიქსირეს. 

M2
M2

აი, რაში მდგომარეობს ეს სხვაობა: ძაღლები ვიზუალურად უფრო მეტად იგებენ ქმედებების შესახებ, ვიდრე იმის მიხედვით, თუ ვინ ან რა ასრულებს მას. ეს კი მათი აღქმების ფაზლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან გვეუბნება, რას ანიჭებს ძაღლის ტვინი პრიორიტეტს, როცა საქმე მხედველობას ეხება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნამუშევარი მხოლოდ 2 ძაღლის კვლევას ეფუძნება, იგი ამტკიცებს კონცეფციას, რომ ეს მეთოდები ძაღლებზე მუშაობს. ხოლო, თუ ამ მეთოდებს სხვა მკვლევრებიც გამოიყენებენ, ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი გავიგოთ, როგორ მუშაობს სხვადასხვა ცხოველის გონება, — აცხადებს ერინ ფილიპსი, ნეირომეცნიერი. 

„ბუბო“

კვლევის ორი მთავარი ფიგურა კი დეიზი და ბუბო იყვნენ. მათ შტატივისა და სელფის ჯოხის გამოყენებით სამი 30-წუთიანი ვიდეო გადაუღეს მაშინ, როცა სხვადასხვა სიუჟეტს აჩვენებდნენ. მაგალითად, როგორ დარბოდნენ ისინი, როგორ ურთიერთობდნენ ადამიანებთან ან როგორ ანებივრებდნენ პატრონები მათ. ამასთან, ეს მანქანის ჩავლას, სახლში კატის ყოლას, ქუჩაზე ირმის გადასვლასა და სხვა სიუჟეტებსაც მოიცავდა. დეიზისა და ბუბოს ვიდეოები სწორედ fMRI აპარატში ყოფნის დროს აჩვენეს. ეს უკანასკნელი ფსიქოლოგ გრეგორი ბერნსის მიერ შემუშავებული სავარჯიშო ტექნიკის გამოყენებით გახდა შესაძლებელი, რომელმაც 10 წლის წინ პირველად მოახერხა ფხიზელი ძაღლისთვის MRI სკანირების გადაღება. 

შესაბამისად, პროცესი არც ამ ძაღლებისთვის ყოფილა უსიამოვნო, სახლში ფილმის ყურებასაც კი ჰგავდა. საინტერესოა ისიც, რომ ვიდეო მონაცემები სეგმენტირებული იყო დროის მიხედვით, ისეთი საკითხების კლასიფიკაციისთვის, როგორებიცაა საგნები (ადამიანები, მანქანები ან სხვა ცხოველები) ან მოქმედებები (ყნოსვა, ჭამა ან თამაში). კონკრეტული ინფორმაცია ძაღლების ტვინის აქტივობასთან ერთად ნერვულ ქსელს, სახელწოდებით Ivis, მიეწოდება, რაც სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ ამ სეგმენტებზე დაყრდნობით ტვინის აქტივობის შესახებ მოგვაწოდოს ინფორმაცია.

„დეიზი“

ანალოგიური პროცესი ადამიანებმაც გაიარეს, რათა შემდგომში მონაცემები ერთმანეთისთვის შეედარებინათ. ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი მონაცემები 99%-იანი სიზუსტით ასახა, ხოლო ძაღლებში ეს 75-88%-ით მოახერხა. 

ადამიანები ობიექტებზე ვართ ორიენტირებულნი, ჩვენს ენაშიც 10-ჯერ მეტი არსებითი სახელია, ვიდრე ზმნა, რადგან საგნების დასახელებისკენ ვართ მიდრეკილნი. ძაღლებს კი, როგორც ჩანს, ნაკლებად აინტერესებთ, ვის ან რას ხედავენ, თუმცა უფრო მეტად ქმედებებზე წუხან, — განმარტავს გრეგორი ბერნსი, ფსიქოლოგი. 

ამასთან, ისინი აღიქვამენ მხოლოდ ჩრდილებს იმისა, რასაც ჩვენ სპექტრის ლურჯ და ყვითელ ნაწილებად აღვიქვამთ, მაგრამ მათ მოძრაობისადმი მგრძნობიარე მხედველობის რეცეპტორების უფრო მაღალი სიმკვრივე აქვთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ძაღლებმა უფრო მეტად უნდა იცოდნენ გარემოში არსებული საფრთხეების შესახებ ან, შესაძლოა, ეს სხვა გრძნობებსაც ემყარებოდეს. 

ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავაკვირდეთ ძაღლის ტვინში არსებულ აქტივობას, როცა ის უყურებს ვიდეოს და სულ მცირე შეზღუდული ხარისხით აღვადგინოთ ის, რასაც ხედავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ ამის გაკეთება შევძელით, — ამბობს ბერნსი. 

როგორ გააძლიერა TikTok-ის ვოთერმარქმა თავისი ბრენდი და დააზარალა ინსტაგრამი?

MOTUS: ლევან ხარანაული, ზეინაბ ბარნოვი, თეო მუხიგული — სამი ხელოვანის გამოფენა „ცალკე სივრცეში“