in

როგორ ჟღერს ინოვაცია? — სასარგებლო გაჯეტები მუსიკის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ

Apple-ის მიერ 2016 წელს წარმოდგენილმა AirPods-ის უკაბელო ყურსასმენებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მთელ მსოფლიოში მელომანების გული მოიგო. ეს არ ეხება მხოლოდ ხმის ხარისხსა და ცნობად დიზაინს. სხვა ბრენდის პროდუქტების მსგავსად, ეს გაჯეტი Apple-ის ეკოსისტემის ნაწილია, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მის ფუნქციონირებას. მაგალითად, AirPods და Apple Watch ტანდემში გთავაზობთ მოსახერხებელ ფუნქციებს აქტიური ცხოვრების წესისთვის, ხოლო მოწყობილობების გამოყენება ინტუიციური და სასიამოვნო ხდება.

გახსოვთ დრო, როცა მეგობარს ყურსასმენი აჩუქეთ, რომ მასაც მოესმინა სიმღერა? დღეს ეს მეტად ადვილია: როცა საყვარელ სიმღერას თქვენს AirPods-ზე უსმენთ, შეგიძლიათ, ის მეგობარს გაუზიაროთ, რომელსაც ასევე თავსებადი AirPods ან Beats აქვს. მხოლოდ რამდენიმე მოძრაობა და ის იმავე სიმღერას დაუკრავს, რაც შენს AirPods-ზე ჟღერს. უფრო მეტიც: შეგიძლიათ, დააყენოთ ხმის განსხვავებული დონე თითოეული წყვილი ყურსასმენისთვის, ხოლო თუ თრეკით დაიღალეთ, Siri-ს მისი შეცვლა სთხოვოთ.

სხვათა შორის, ივნისის ბოლომდე AirPods-ის შეძენა საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან მხოლოდ 379 ლარად შეგიძლიათ.

კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია არის ყურსასმენების გადართვა Apple მოწყობილობებს შორის. თუ ერთი Apple ID-ით მრავალ გაჯეტში ხართ შესული, თქვენი AirPods მყისიერად გადაერთვება მოწყობილობაზე, რომელიც აუდიოს უკრავს. მაგალითად, უსმენთ მუსიკას AirPods-ით თქვენს Mac-კომპიუტერზე. ამ დროს მოულოდნელად იღებთ აუდიოშეტყობინებას ტელეფონზე. მხოლოდ გამოსახულებას ჩართავთ და ყურსასმენები iPhone-ზე თავად გადადის, თქვენ კი არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ! ამასთან, AirPods-ისა და Apple Watch-ის კომბინაცია საშუალებას გაძლევთ, მუსიკა პირდაპირ საათიდან მართოთ, რაც, განსაკუთრებით, სპორტით დაკავების დროს არის მოსახერხებელი.

Apple-ის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც უკვე გახდა მრავალი მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, Apple Watch-ია. მოწყობილობა არა მხოლოდ გეხმარებათ, დარჩეთ კავშირზე და პირდაპირ მაჯიდან ზარის მიღებისა და შეტყობინების გაგზავნის საშუალება გაძლევთ, არამედ გემსახურებათ, როგორც პირადი მწვრთნელი და ჯანმრთელობის ასისტენტი. AirPods-თან ინტეგრაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს, დილის სირბილის დროს მუსიკით მნიშვნელოვანი ზარის ან შეტყობინების გამოტოვების გარეშე ისიამოვნონ.

თუ Apple Watch-ის შეძენას გეგმავთ, ახლა ამის დროა. ივნისის ბოლომდე Apple Watch-ის შეძენაზე სპეციალური ფასი მოქმედებს, მხოლოდ საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან.

ყოველი განახლებით Apple ეკოსისტემას აუმჯობესებს, სასარგებლო და მეტად მოსახერხებელ ახალ ფუნქციებს ამატებს, ამიტომ ამ ბრენდის მოწყობილობებს ბევრი მომხმარებელი ირჩევს. 

Apple-ის მოწყობილობების ყველაზე ფართო არჩევანი გარანტიითა და სერვისით ხელმისაწვდომია საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან:

iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore, iPlus, Silknet.

[პარტნიორის კონტენტი]

უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს „საჭაშნიკეში“

ევროპული თავგადასავალი იწყება!