28
Apr
2016

როგორ ზრდიან ყველაზე მაგარი დედები ჩემპიონებს – P&G-ის რეკლამა

28 Apr 2016



ახლოვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები და დედების დღე. ამასთან დაკავშირებით, სარეკლამო სააგენტო Wieden + Kennedy-ს, P&G-ის რეკლამისთვის სპორტსა და დედებს შორის პარალელის პოვნა დასჭირდა. მათ უნდა გადაეღოთ ისეთი რეკლამა, რომელიც ორივე მოვლენას გააერთიანებდა, თან დედების შესახებ ბოლო დროს მომრავლებულ  თემატურ ვიდეოებსაც გაუწევდა კონკურენციას.

ახალგაზრდა სპორტსმენებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის გადატანა უწევთ, რომლის გადალახვა დახმარებისა და გვერდში მდგომი ადამიანის გარეშე ძალიან რთულია. დედებს წარმატებული ადამიანის აღზრდაში კოლოსალური წვლილი მიუძღვით.

“შენ შეძლებ!”- ეს ის ჯადოსნური სიტყვებია, რომელსაც მაგარი დედები ეუბნებიან თავიანთ შვილებს და ეს მათ ეხმარება გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, ეს ვიდეო კიდევ უფრო მეტ დედას დაეხმარება ჩემპიონის აღზრდაში. სცადეთ და უყურეთ ცრემლების გარეშე.

 

განხილვა