in

როგორ ზრუნავენ ქართული კომპანიები თანამშრომლების ჯანსაღ ცხოვრებაზე?

თუ თანამშრომლები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, ეს არა მარტო მათთვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც სასარგებლოა – ისინი არიან უფრო პროდუქტიულები და მოტივირებულები, შეასრულონ საქმე საუკეთესოდ.

FitPass-ით დამსაქმებელი კომპანიები თანამშრომლებს აძლევენ წვდომას გამაჯანსაღებელი აქტივობების მრავალფეროვან არჩევანზე, 150-ზე მეტ სპორტულ და გასართობ ობიექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ხდება სასურველი ობიექტის შერჩევა სახლთან თუ სამსახურის გზაზე.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, სამუშაო გარემოშივე ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. FitPass-ის პარტნიორი კომპანიები ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევიან: Majorel, საქართველოს ბანკი, Adjarabet, Evolution, ის მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.

ნათია ლიპარტელიანი | მეიჯერელის დამსაქმებლის ბრენდინგის და მარკეტინგის მენეჯერი:

„საშუალოდ სრულ განაკვეთზე დასაქმებული კვირაში დაახლოებით 40 საათს მუშაობს. შესაბამისად, სამუშაო გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს საერთო კეთილდღეობაზე. დღევანდელ რეალობაში, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა შექმნან ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც გაზრდის თანამშრომლების მოტივაციას და პროდუქტიულობას.

მეიჯერელში მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრების კეთილდღეობაზე. სწორედ ამ მიზნით დავნერგეთ თანამშრომლების ჩართულობის პროგრამა „Feel Good“.  პროგრამის ფარგლებში სისტემატურად ვაორგანიზებთ ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: იოგა, პილატესი, ცეკვის კლასები, „საუნდ ჰილინგი“, სპორტული შეჯიბრებები, სირბილის მარათონი, ფიფას თუ მაგიდის ტენისის ტურნირი, „ჰაიკინგი“ და მრავალი სხვა.

მას შემდეგ, რაც თანამშრომლებს FitPass შევთავაზეთ, ყოველდღიურად
ვიღებთ უკუკავშირს, თუ როგორ ვცვლით მათი ჯანსაღი ცხოვრების რუტინას
უკეთესობისკენ და ვზრდით მათ შრომისუნარიანობას”.

ნატო გვაზავა | Evolution Georgia-ს HR მენეჯერი:

„გარდა იმისა, რომ Evolution-ის გუნდში FitPass-ის 800-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი გვყავს, თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის შევქმენით პროექტი “Healthy EVO”.

საოფისე სივრცეშივე მოვაწყეთ სრულად აღჭურვილი დარბაზი, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ივარჯიშონ პერსონალური ტრენერის რეკომენდაციებით. ასევე, მათ საშუალება აქვთ კვირაში 3-ჯერ დაესწრონ იოგას უფასო გაკვეთილებს.

„Healthy EVO“-ს ფარგლებში კვირაში ორჯერ გვაქვს ხილის დღეები, ხოლო, კვარტალში ერთხელ –  “EVO Treat Days”, როცა ჯანსაღი წასახემსებლებით ვუმასპინძლდებით ჩვენი გუნდის წევრებს.

აქტიურად ვიყენებთ შიდა საკომუნიკაციო არხებსაც: თანამშრომლებს ვუგზავნით ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყოველთვიურ ნიუსლეთერებს, პილატეს ინსტრუქტორის ვიდეოებსა და ნუტრიციოლოგის რეკომენდაციებს.

ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი სტუდენტია და დატვირთული რეჟიმით ცხოვრობს. ამიტომ მსგავსი აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“.

მარიამ ფერიშვილი | საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის ხელმძღვანელი:

„საქართველოს ბანკი ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების გულშემატკივარია. ეს განწყობა ჩვენს გუნდშიც იგრძნობა, სწორედ ამიტომ წლებია ფეხბურთის შიდა ჩემპიონატებს ვატარებთ. წელს კი კალათბურთის შიდა ჩემპიონატის ჩატარებასაც ვგეგმავთ.

ასევე, გუნდში ვცდილობთ მარტივი ნაბიჯებით წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რისთვისაც ვიყენებთ შიდა საკომუნიკაციო არხებს და გვაქვს ისეთი სახალისო წამოწყებები, როგორიცაა ფეხით სიარულის გამოწვევა.

მენტალური ჯანმრთელობა დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურობაში. სწორედ ამიტომ გასულ წელს შევქმენით დისტანციური კურსი, რომლის მიზანი არსებული რეალობის გაუმჯობესების მცდელობა და იმ გზების, უნარების ჩვენებაა, რაც ყველას გვაქვს და რითაც შეგვიძლია, ყოველდღიურობა უფრო ბედნიერი გავხადოთ“.

რუსკა თამაზაშვილი | Adjarabet-ის შიდა ჩართულობის უფროსი:

„არასწორად შერჩეული საოფისე ავეჯი იწვევს ხერხემლის თუ სხვა ფიზიკურ ტკივილებს, რაც მუშაობის დროს დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. აჭარაბეთის ახალ ოფისში გადასვლამდე, პირველ რიგში, გავითვალისწინეთ თანამშრომლების კეთილდღეობა და მათზე მორგებული, სრულად ერგონომიული ავეჯი განვათავსეთ.

ჟანგბადს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინის ფუნქციონირებისთვის და კეთილდღეობისთვის, რის გამოც განვათავსეთ სპეციალური გამწოვები, რომლებიც ოფისში ჟანგბადის ყოველ 15 წუთში გამოცვლას უზრუნველყოფს. ასევე, ოფისშივე განვათავსეთ ე.წ. ავტომატიზებული ფარდები, რაც ბუნებრივი სინათლის ოპტიმიზირებას უწყობს ხელს.

თანამშრომლების ჯანსაღ კვებაზეც ვიზრუნეთ და ჩვენს კაფეტერიაში მუდმივად შეხვდებით ჯანსაღ პროდუქტებსა და კერძებს“.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ კომპანიების მაგალითზე?

პირველ რიგში, ის რომ ჩვენს დროში თანამშრომლებისთვის მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის შექმნა საკმარისი აღარ არის და აუცილებელია ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, როგორც სამუშაო გარემოში, ისე მის გარეთ.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შევქმნათ მარკეტინგული სტრატეგია მდგრადი განვითარების ბრენდისთვის?

ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში — კარფური და Mastercard-ი „ერთად ბავშვებისთვის“