in

როგორ არ ვიჩხუბოთ ჩვენს მეუღლესთან სახლში დაბრუნებისთანავე?

apr16-12-130482665-1024x576

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჩემს კლიენტებს რთული სამუშაო აქვთ დიდი პასუხისმგებლობებით, რაც აგრეთვე დიდი სტრესის გამომწვევა. მათ მსგავსადვე მათ მეუღლეებს და პარნტიორებსაც მომთხოვნი კარიერა აქვთ. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი გამოწვევა არა სამსახურში, არამედ შინ დაბრუნებიდან 15 წუთში, ერთმანეთთან შეხვედრისას უდგებათ წინ.

დატვირთული სამუშაო დღის მერე პირველი პირადი შეხვედრა თუ კარგად ჩაივლის, ორივე მხარეს ზრუნვის და აღიარების შეგრძნება დაეუფლება, რაც მათ განტვირთვასა და მომავალი დღისთვის უკეთ მომზადებას შეუწყობს ხელს. და მაინც, ეს პირველი შეხვედრა იმდენად ხშირად არის მძიმე, რომ ამით გამოწვეულმა ფრუსტრაციამ და იმედგაცრუებამ მთელი საღამო შეიძლება გააფუჭოს. წყვილების ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს.

განსხვავებული საჭიროებები. არავისთვის გასაკვრი არ არის, რომ ორივე მხარე განსხვავებული ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობით გამოირჩევა, გააჩნიათ სხვადასხვა პირადი საჭიროებები. იმისდა მიუხედავად, რომ ამაზე არავინ დაობს, საოცარია, რამდენ წყვილს ავიწყდება ეს გარემოება სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას. როგორც წესი, როცა რთული სამუშაო დღის შემდეგ ვინმე სახლში ბრუნდბა, სახლში ადრე მოსულ (ან სულაც, მთელი დღე სახლში მყოფ) მეუღლესთან ან პარტნორთან (რომელიც უკვე მზად არის კომუნიკაციისთვის) ურთიერთობაში ჩაბმამდე სიმშვიდე და მარტოობა სჭირდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში ორივე ერთად ბრუნდება, მათ დღის განმავლობაში მნიშნველოვნად განსხვავებული გამოცდილება მიიღეს – ერთი თუ მთელი დღე კონფლიქტებს უმკლავდებოდა და ძლივს მოაღწია, მეორე მწვერვალების დაპყრობით იყო გართული და სახლამდეც მშვიდად მოვიდა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე მათგანს ერთნაირი დღე ჰქონდა, დღის გამოცდილების საპასუხოდ შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებული საჭიროებები გააჩნდეთ. ზოგს აქტიურ მსმენელთან ერთად საუბარი და სამუშაო დღის განხილვა ურჩევნია, ზოგს კი, მშვიდად ფიქრისთვის სჭირდება დრო.  შესაძლოა ვინმეს გართობა, ყურადღების გადატანა, დალევა ან სულაც, უბრალოდ ჩახუტება უნდოდეს.

აღდგენის განსხვავებული დრო. რიჩარდ დევიდსონმა, უისკონსინის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა ჩვენს ემოციებსა და ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებსა და ნევროლოგიურ სისტემების ურთიერთქმედების შესწავლას ათწლეულები დაუთმო. 2012 წელს გამოცემულ მის წიგნში, „თქვენი ტვინის ემოციური ცხოვრება“, დევიდსონი

აღნიშნავს, რომ ადამიანები მძიმე გამოცდილებიდან აღდგენის სიჩქარის თვალსაზრისით ერთმანეთსგან ძალიან განსხვავდებიან (დევიდსონი აღდგენის ამ სიჩქარის ხარსხს „ელასტიურობას“ უწოდებს). დევიდსონის კვლევები მოწმობს, რომ აღდგენის დროსთან ერთად განსხვავდება მათი ტვინის ამ დროს აქტიური უბნებიც.

ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, იმ ადამიანს, რომელსაც ობიექტურად მძიმე დღე ჰქონდა სამსახურში, ოფისიდან გამოსვლისთანავე აუმაღლდეს გუნება-განწყობა, მაშინ, როცა საღამოს გასაფუჭებლად ზოგისთვის სულ მცირე გამოწვევებიც კი საკმარსია.

(მიუხედავად იმისა, რომ ნელი აღდგენის უარყოფითი მხარეები ყველასთვის ნათელია, უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი აღდგენა ყოველთვის კარგი არ არის. ის ადამიანები, რომლებიც უარყოფით გამოცდილებას ძალიან სწრაფად აღწევენ თავს შესაძლოა ამას იძულებით აკეთებდნენ, რადგან დისკომფორტის და სტრესის გრძნობას ვერ იტანენ, ვერ უმკლავდებიან და მათგან ფსიქოლოგიური დისნატცირება სურთ. შედეგად კი, მათთვის შეცდომებზე სწავლა რთულია და ყოველთვის ერთი და იმავე რთულ, გაუმკლავებელ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.)

განსხვავებული კულტურა. „ყველა ურთიერთობა კროს-კულტურული გამოცდილებაა“, ამბობს ჯონ გოტმანი, ვაშინგტონის უნივერსტეტის ცნობილი ფსიქოლოგი, რომლის კვლევების დიდი ნაწილიც ქოწინებასა და ერთგულ ურთიერთობებზეა ფოკუსირებული. წიგნში „ამურის პრინციპი: სიყვარულის ახალი მეცნიერება“, გოტმანი წერს, რომ „ერთი ქვეყნიდანაც რომ ვიყოთ, ამ ქვეყნის ერთი მხარედან, ერთი რასის, რელიგიის წარმომადგენლებიც რომ ვიყოთ, ყველა ჩვენ ოჯახებიდან მოვდივართ, რაც, თავის მხრივ ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. როცა ურთიერთობას ვაწყობთ, მის ჩვენს საკუთარ განმარტებასა და მნიშვნელობაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ“.

მაგრამ, ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებამდე საკუთარი მიზნების და ფილოსოფიის ჩამოყალიბების და შეფასების დროს წყვილები იშვიათად თუ ფიქრობენ ოჯახური ცხოვრების მეტად რუტინულ და ყოველდღიურ ასპექტებსა და კროს-კულტურულ ურთიერთოების მშენებლობის მნიშვნელობაზე.

ამიტომაცაა, რომ მეუღლეებს და პარნტიორებს შესაძლოა „სახლში დაბრუნების“ განსაზღვრების და ამ სიტუაციაში ადამიანების ქცევის მოლოდინის მნიშვნელოვნად განსხვავებული ინტერპრეტაციები ჰქონდეთ.

ასე რომ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

პირველ რიგში, აღიარეთ, რომ ეს განსხვავებები არსებობს და მიეცით მათ არსებობის უფლება. არარეალური და არაფრის მომცემია მოლოდინი, რომ წყვილები სახლში

დაბრუნებისას ავტომატურად სინქრონულად იმოქმედებენ. განსხვავებული საჭიროებების, აღდგენის სხვადასხვა დროის და განსხვავებული კულტურის კომბინაციის გამო ასეთ სიტუაცია გაცილებით მეტად მოსალოდნელია, ვიდრე სამუშაო დღის შემდეგ ავტომატურად სინქრონიზაცია.

მეორეც, განსაზღვრეთ თქვენი, როგორც ინდივიდების საჭიროებები და ამ საკითხზე ისე ისაუბრეთ, როგორც წყვილმა (მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არა მაშინ როცა სახლის კარს შეაღებთ – მიეცით საკუთარ თავს დრო). შესაძლოა ეს სერიოზულად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ამ „პირველი“ შეხვედრისთვის მნიშვნელობის არ მინიჭების გამოა ამდენი წყვილი სტრესის ქვეშ. პატარა გეგმა და თქვენს საჭიროებებზე გულახდილი საუბარი ბევრ პრობლემას მოგიხსნით.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ემოციის მართვის ხარისხი და თვით-მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ველით, რომ ჩვენს მეუღლეებთან და პარტნიორებთან ისეთი უნდა ვიყოთ, როგორიც სიანმდვილეში ვართ და არ ვფიქრობთ როგორ აღგვიქვამენ, ან რა გავლენას მოვახდენთ მათზე. მიუხედავად ამისა, ასეთი მიდგომის შედეგი ის არის, რომ საუკეთესო ლიდერებად და მენეჯერებად ჩამოსაყალიბებლად ჩვენს ინტერპერსონალურ უნარებს ბოლომდე ვიყენებთ და სახლში მოსვლასთან ერთად, მაშინ როცა ეს უნარები ალბათ ყველაზე მეტადაა საჭირო, მათ ზღურბლზე ვტოვებთ.

წყარო: Harvard Business Review

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

როგორ არ დავეთანხმოთ ჩვენზე გავლენიან ადამიანს?