29
Mar
2016

როგორი იქნება iPhone7?!

29 Mar 2016

ყოველი ახალი iPhone-ის გამოსვლიდან ცოტა ხანში უკვე შემდგომი მოდელის კონცეფცია გვაინტერესებს ხოლმე. ამჯერად, ინტრიგა იმდენად დიდია, რომ დიზიანერები სხვადასხვა iPhone 7 mockup-ებს აქვეყნებენ, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, როგორც წესი, განსხვავებულია.

iPhone-Tricks.com-ის YouTube არხზე  iPhone 7-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროტოტიპი გამოჩნდა, რომელზეც გერმანელმა დიზაინერმა იმუშავა.

 

 

მისი ვერსიით, სმარტფონი ОС IOS 10-ზე იმუშავებს და OLED დისპლეი ექნება. სამომავლოდ, როგორც ვიდეოში ჩანს, გაქრება  Home-ის ფიზიკური ღილაკი  და მოწყობილობა მთლიანად სენსორული გახდება. ღილაკის გაუქმებასთან  ერთად გაიზრდება ეკრანის ზომა. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის 3,5მმ ყურსასმენის ჯეკსაც, ხოლო თავად მოწყობილობა Bluetooth-ის საშუალებით იმუშავებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველივე ეს გერმანელი დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფია. Apple 7-ის რეალურ ვერსიას ოფიციალურ პრეზენტაციაზე ვიხილავთ.

განხილვა