in

როგორი სუნი აქვს VR-ს? — ახალი OVR ტექნოლოგია

წარმოიდგინეთ — VR სათვალე გიკეთიათ და ყვავილებით სავსე ბაღში ხართ, სადაც ყველაზე მძაფრად ვარდის არომატს გრძნობთ, რომელიც ჯერ თქვენს ცხვირში, შემდგომში კი თქვენს ტვინში მოხვდება და იმ სუნს გაგახსენებთ, რომელსაც სოფელში ბებიასთან ჩასვლის დროს გრძნობდით… დიახ, უცბად, ეს ვირტუალური წარმოსახვა ძალიან დაემსგავსება რეალობას…

მართალია, ბევრი ადამიანისთვის ვირტუალური ობიექტების ნამდვილი სუნით გაჯერება სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ეს ნამდვილად სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელმაც მალე, შესაძლოა, VR გამოცდილების რევოლუციაც კი შემოგვთავაზოს. 

OVR ტექნოლოგია: თქვენს ვირტუალურ სამყაროს სურნელს ამატებს

VR ძირითადად ხმებითა და ვიზუალებით სავსე გამოცდილებაა, რომელსაც ბოლო დროს შეხების ელემენტიც შემატეს. მაგრამ რა მოხდებოდა ჩვენ ვირტუალური გარემოს სუნის შეგრძნებაც რომ შეგვეძლოს?

OVR-ის ტექნოლოგიურმა სტარტაპმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მოგვცა — Ion შექმნეს და მას აღწერენ, როგორც სუნის ტექნოლოგიას, რომლის ტარებაც შეგვიძლია. ბრჭყალის ფორმის მოწყობილობაა და ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ იგი ცხვირის ქვეშ თავსდება და ინდივიდის VR გამოცდილების მიხედვით შესაბამის სურნელსაც აფრქვევს. კონკრეტულად კი 8 ძირითად არომატს გვთავაზობს: soft, fresh, earthy, green, citrus, floral, sweet & woody, რომლებიც, შესაძლოა, ინდივიდუალურად ან მრავალფეროვანი კომბინაციებით გამოვცადოთ. 

სუნის ტექნოლოგია ზუსტად იმ არომატს გთავაზობთ, რომელსაც ხედავთ. ვირტუალურ რეალობაში, სუნი ხშირად მიიღება ობიექტთან მიახლოებით და ეს ძალიან ძლიერი გზაა ასოციაციის შესაქმნელად, რადგან ჩვენს ტვინს კონტექსტი უყვარს, — აცხადებს აარონ ვისნევსკი, OVR-ის დამფუძნებელი. 

ერთ-ერთი გზა, რითაც არომატთან დაკავშირებული გრძნობა ჩვენი სხვა ოთხი გრძნობისგან განსხვავდება ის არის, რომ იგი პირდაპირ უკავშირდება ტვინის ცერებრალურ ქერქს, რომელიც კოგნიტიურ პროცესებზეა პასუხისმგებელი. ჩვენი ტვინი ყნოსვას მიმართავს, რათა შექმნას გონებრივი რუკა, ნევროლოგიური მახასიათებელი, რომელსაც სწრაფად განვითარებად VR რეალობაზე დიდი გავლენა აქვს. 

თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სუნის გამეორება შევძლოთ, რადგან ადამიანები არომატებს განსხვავებულად აღიქვამენ. კონკრეტული სუნის რეპლიკის ზუსტად შექმნაც რომ მოვახერხოთ, არავინ დაგვეთანხმება, რომ ეს სწორია. სწორედ ამიტომ, ნაცნობი, მაგრამ არაკონკრეტული სუნის პალიტრა შექმნეს, რომელიც ტვინს გარკვეული მიმართულებისკენ უბიძგებს.

საინტერესოა ისიც, რომ რაც უფრო მეტად იღებთ წვდომას სენსორულ ინფორმაციაზე, მით უფრო სწრაფად უნდა გადაწყვიტოთ, სად უნდა დამთავრდეს ეს… ალბათ, არც გაფუჭებული რძის სუნის შეგრძნება მოგინდებათ და არც ვირტუალური სავარჯიშო დარბაზის…

დღეს კი მნიშვნელოვანია, მარკეტერებმა VR სივრცეს, როგორც სტატიკურ ფენომენს კი არ შეხედონ, არამედ იმას, რაც მუდმივი ცვლილების რეჟიმშია. თუ VR-ში სუნის ტექნოლოგია მასობრივად გავრცელდება, ეს უამრავ შესაძლებლობას მისცემს ბრენდებს, რათა აუდიტორიებთან ინოვაციური გზებით ჩაერთონ. გაიხსენეთ, რამდენი პროდუქტია ისეთი, რომლის სრულად წარმოჩენა მხოლოდ ვიზუალით არ ხერხდება… დიახ, ეს სარესტორნო ბიზნესში იდეალურად იმუშავებდა.

დაბოლოს, მართალია, ძალიან მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ ამას უბრალოდ სიახლის ატაცების ფორმა არ უნდა ჰქონდეს. სტრატეგიის მიხედვით უნდა დაიგეგმოს და თუ ასე არ მოხდება, მარცხი გარანტირებულია.

ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

7UP ბრენდის იდენტობას აახლებს