in ,

“I Will Survive”, ანუ როგორია ცხოვრება სიგარეტის გარეშე?!

ირლანდიაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სიგარეტს თავი დაანებეს, მწეველების პროცენტულ მაჩვენებელს უკვე საგრძნობლად აღემატება. სიახლე მართლაც არაჩვეულებრივია და ამაში ორგანიზაცია HSE–ს, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებზე ზრუნავს, დიდი წვლილი მიუძღვის. ორგანიზაცია მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში ყველაზე დიდი ძალისხმევით ეხმარება და როგორც ჩანს, საკმაოდ შედეგიანადაც. ბრენდმა ახლახანს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაინტერესებლად ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ეფექტური ვიდეორგოლი შექმნა, რომლის შექმნაშიც სააგენტო BBDO დაეხმარა. ცნობილი ჰიტის “I Will Survive”–ის მუსიკალურ ფონზე იმ უამრავ ადამიანს ვხედავთ, რომლებმაც ეს მავნე ჩვევა დაძლიეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

BOG
BOG

 

Global Benefits Georgia – ახალი სადაზღვევო კომპანია ახალი ბრენდინგით

რომელი დიზაინერის სამოსს ატარებთ?! სცადეთ Toyota Camry–ს ტყავისგან შექმნილი ქურთუკი