in ,

“როგორია ნამდვილი?” – ვინ დგას კამპანიის უკან?

BOG
BOG

რამდენიმე დღის წინ, თბილისში ცნობისმოყვარე ბანერები გამოჩნდა, წარწერით “როგორია ნამდვილი?”. პოსტერები Word-Art-ით იყო გაფორმებული და მნახველს უსვამდა კითხვას, თუ როგორია ნამდვილი ყველი, ხორცი, ხილი და ბოსტნეული. ბანერი მკითხველს საპასუხოდ იწვევდა და დაინტერესებულ პირებს ტელეფონის ნომერსა და ფეისბუქ გვერდზე შეეძლოთ დაკავშირება. დღეს, ცნობილი გახდა, რომ კამპანია “როგორია ნამდვილი” სუპერმარკეტების ქსელმა “გუდვილმა” წამოიწყო. კალიგრაფ ნიკა ღუნაშვილთან თანამშრომლობით, შეიქმნა ბანერები, რომლებზე დახატულ ნატურალურ პროდუქტებში მათივე სახელი იკითხებოდა.

ნატა წერეთელი, Goodwill-ის მარკეტინგისა და PR სამსახურის ხელმძღვანელი: “კამპანიის მთავარი გზავნილია “როცა გინდა ხარისხი”. სწორედ ამ გზავნილზე ფიქრისას დაიბადა ეს კრეატიული იდეა. გადავწყვიტეთ, ხაზი გაგვესვა, რომ “გუდვილში” არის ქართული, ახალი და ნამდვილად ჯანსაღი პროდუქცია. გვინდოდა მომხმარებელი არასტანდარტული გზით ჩაგვერთო ჩვენს კამპანიაში. ამიტომაც დავიწყეთ კომუნიკაცია თიზერით – დავსვით კითხვა: როგორია ნამდვილი ხორცი? ყველი? ხილი და ბოსტნეული? დიზაინიც არასტანდარტულად, ქართული კალიგრაფიით გავაფორმეთ, რომ მომხმარებელს ეცნო ქართული ხელწერა. ამ მიზნით, ჩავრთეთ ნიკა ღუნაშვილი, ახალგაზრდა ნიჭიერი კალიგრაფი. მან ჩვენთვის შექმნა წარწერები, რომლებიც გამოჩნდა ბილბორდებსა და ციფრულ საკომუნიკაციო არხებში. დღეიდან, სტიკერები ამ დიზაინით უშუალოდ, “გუდვილის” მაღაზიებშიც გამოჩნდება, როგორც ნამდვილი ხარისხის სიმბოლო. მხოლოდ “ქართული” არაფერს ნიშნავს, თუ ის არ შემოწმდა. ჩვენ ვართ გარანტი, რომ ეს იქნება ახალი, ჯანსაღი და შემოწმებული პროდუქცია. ამგვარად, კიდევ ერთხელ შევახსენეთ მომხმარებელს, რა გზას გადის პროდუქცია მათ კალათებში მოხვედრამდე. ვიდეორგოლები, ჩვენი იდეის მიხედვით, სააგენტომ Betterfly გადაიღო.”

M: ინტერაქციაზეც ვისაუბროთ, რადგან ბანერებზე ეწერა “გვიპასუხეთ”…

დიახ, მომხმარებელმა გვიპასუხა. შემოვიდა ძალიან ბევრი ზარი, ბევრმა ფეისბუქ ინბოქსსა და გვერდზეც მოგვწერა. საკმაოდ სწრაფად გახდა პოპულარული.

M: ძირითადად, რას გეკითხებოდნენ ხოლმე?

გვეკითხებოდნენ, რა არის, რა ხდება? ახალი პროდუქტებია? ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ესაა კვლევა, მომხმარებლის სასიკეთოდ. ჩვენ მართლა გვაინტერესებს, როგორია თქვენთვის ახალი ნამდვილი ხორცი, ყველი და ხილ-ბოსტნეული. 

ყველა საუბრობდა იმ საჭიროებებზე, რაც პროდუქციის ნამდვილობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მომხმარებლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ რეალურად ვითავეთ მისია ვიყოთ გამჭვირვალე იმ პროცესებში რასაც პროდუქციის ხარისხი ჰქვია, რეალურად ვაჩვენოთ ის გზა რომელსაც პროდუქტი გადის და ამასთავანავე შემეცნებითი ხასიათიც დაურთოთ კამპანიას. გავუზიაროთ მომხამარებელს რჩევები თუ როგორ უნდა გამოარჩიოთ ნამდვილი, ახალი პროდუქცია.

M: რა საკომუნიკაციო არხები გამოიყენეთ კამპანიისას?

კამპანიის ფარგლებში, გამოვიყენეთ სატელევიზიო, ციფრული, სოციალური მედია, რადიო, ბილბორდები და აუთდორ რეკლამა.

[R]

გზა ხელოსნობიდან ხელოვნებამდე, ანუ ამბავი მშენებლებზე

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა