in

ნახე, რას აკეთებს ტეილორ სვიფტი ახლა! – AT&T-ის სახალისო ვიდეორგოლი

მას შემდეგ, რაც ისედაც ცნობილი ტეილორ სვიფტის ახალი სიმღერა Look What You Made Me Do გამოვიდა, მომღერლის მიმართ ინტერესმა კიდევ უფრო იმატა. ბევრს აინტერესებს, თუ როგორია ასეთი პოპულარული ახალგაზრდა ქალბატონის ყოველდღიური ცხოვრება კამერებს მიღმა. სწორედ ეს საკითხი გამოიყენა კომპანია AT&T-მ თავისი სერვისების რეკლამირებისთვის. ახალი კამპანია, სახელწოდებით Taylor Swift NOW, იმის მშვენიერი დემონსტრირებაა, როგორი მაღალი ხარისხით ახორციელებს კომპანია პირდაპირ ტრანსლაციას. სარეკლამო ვიდეორგოლის მომზადებაზე სააგენტო BBDO-მ იზრუნა და ბრენდთან ერთად, მაყურებელს სულ სხვანაირი ტეილორი გააცნო.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=ZXvbz8cqafM

სახალისო რგოლის გარდა AT&T-მ გადაღების პროცესის ამსახველი ვიდეორგოლიც გაავრცელა, რომელიც მაყურებლისთვის არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=29&v=qPtQkwB89CA

თეთრი კარკასი VS დირსის მეგობრები – ანუ როგორი იყო “დირსის დღიურების” მეორე დღე!

ზრუნვა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მომავალზე! – Hyundai-ს კამპანია Hope On Wheels