in

ნახეთ: როგორ გამოიყურება დღეს 1912 წელს ჩაძირული ტიტანიკი

დიახ, ამჯერად ტექნოლოგიებს ოკეანის ფსკერზე ჩავყავართ

ჩვენ ახლა RMS Titanic-ზე გესაუბრებით და არა, ტიტანიკის ცნობილ ფილმზე… 2022 წლის Titanic Expedition-ის ეკიპაჟი მის ისეთ დეტალებს გვაჩვენებს, რომლებიც აქამდე არავის უნახავს. ტრაგიკული გემის უახლესი კადრები, რომელიც აისბერგთან შეჯახების შემდეგ 1912 წლის 14 აპრილს ჩაიძირა, პირველ და ერთადერთ 8K ხარისხის ვიდეოს წარმოგვიდგენს. ჯგუფის თქმით, იგი „დეტალებისა და ფერების გასაოცარ დონესაც“ ასახავს. 

თანამედროვე მკვლევრები ზღვის მაღალი გარჩევადობის კამერებისა და 3D სონარის სკანერების დახმარებით ტიტანიკის დაშლის სიჩქარესა და ნანგრევების ირგვლივ არსებულ საზღვაო ცხოვრებას აფასებენ. 

8K ხარისხის კადრებში აღბეჭდილი შესანიშნავი დეტალები ჩვენს მეცნიერთა და საზღვაო არქეოლოგთა გუნდს დაეხმარება, უფრო ზუსტად დაახასიათონ ტიტანიკის დაშლის პროცესი, როცა ჩვენ 2023 წელს და შემდგომში ახალ კადრებს გადავიღებთ, — განმარტავს სტოკტონ რაში, OceanGate Expeditions-ის პრეზიდენტი.

ახლა კი გუნდი იმ დეტალებს აგროვებს, რომლებიც 110 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო. 

არასდროს მინახავს ღუზის შემქმნელის სახელი Noah Hingley & Sons პორტისპირა ღუზაზე. ვერც გავიხსენებ სხვა ისეთ სურათს, რომელიც დეტალებს ამ დონეზე გვაჩვენებს, — ამბობს რაში. 

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი 8-დღიანი ექსპედიციის ქრონიკებია ასახული, აქ გემის წინა ნაწილს, ღუზას და სხვა დამხმარე ნივთებს ნახავთ:

დიახ, ვიდეოში ორი მწვანე წერტილიც ჩანს — ეს ლაზერული სკალირების სისტემის ნაწილია, რომელიც გამოიყენება იმ არტეფაქტების რეალური ზომის გასაგებად, რომლებიც 3810 მეტრ სიღრმეში დასახლდა. საინტერესოა ისიც, რომ მკვლევრები მსგავსი ვიდეოების გადაღებას ყოველწლიურად აპირებენ, რათა ისინი ძველ ვერსიებს შეადარონ, დააკვირდნენ, როგორ ერწყმის ოკეანეს და გამოავლინონ მისი საიდუმლოებები. 

როგორ გავაუმჯობესოთ Email მარკეტინგი შავი პარასკევისთვის?

უქომაგე ქართველ სპორტსმენებს ბილაინთან ერთად