თუკი უძრავი ქონების მფლობელი ხართ და გაქვთ სურვილი მისი მეშვეობით საკუთარი შემოსავალი გაზარდოთ, მაშინ კომპანია Roion-ს უნდა მიმართოთ, რომელიც დაგეხმარებათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე და მომართული იქნება თქვენი წარმატებისკენ!
Roion – ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ემსახურება ადამიანებს კაპიტალის მართვაში და მუშაობს საინვესტიციო პროექტებზე, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მათ შორის ისრაელში, გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ქუვეითში, საუდის არაბეთსა და პოლონეთში.
მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და გამოცდილი გუნდის დახმარებით, კომპანია ქონების მართვასთან დაკავშირებული სტრესის მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო შემოსავლის მაქსიმალურად ზრდას უზრუნველყოფს.
და მაინც რატომ უნდა ავირჩიოთ Roion?
უპირველეს ყოვლისა, ეს არის კომპანია, რომელიც ზრუნავს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე და წარმატებაზე. ჩვენი მიზანია, თქვენ მიერ ჩადებული ინვესტიცია იყოს მაქსიმალურად მომგებიანი. ამისათვის კი სრული სერვისია შემუშავებული და გთავაზობთ უძრავი ქონების მენეჯმენტიდან დაწყებული, ოთახის სერვისით, მარკეტინგული კამპანიითა და ბინის გაქირავებით დასრულებული – ყველაფერს.
Roion-ის მენეჯმენტის გუნდი უზრუნველყოფს 24/7-ზე მომხმარებელთა მომსახურებას, მათ შორის, თქვენს საკუთრებაზე წვდომას ვებ, ელექტრონული ფოსტისა თუ ტელეფონის საშუალებით, რაც საშუალებას მოგცემთ, იყოთ მშვიდად და უსაფრთხოდ.
რაც შეეხება კაპიტალის მოვლის სერვისს, შემუშავებულია სრული პაკეტი და გულისხმობს სახლის სრულ დასუფთავებას, დარეცხვა, დაუთოება/დაკეცვას, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რადგან კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი სრულად, თქვენს სურვილებსა თუ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
გარდა ამისა, Roion-ს შეუძლია მართოს ციფრული რეპუტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი არხებისა თუ მარკეტინგული გზის საშუალებით, ინფორმაციის გავრცელება მოხდება სწორ აუდიტორიაზე. ამის დასტურია პარტნიორები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და სწრაფად მზარდ კომპანიებს წარმოადგენენ. ესენია: Airbnb, Expedia, Booking.com, Flydubai, Hotels.com, Kayak.
საბოლოოდ, აღნიშული სტრატეგია გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას, ცნობადობას და რაც მთავარია, თქვენს შემოსავლებს.
ასე რომ, თუკი უძრავი ქონების მართვის, საინვესტიციო პოტენციალისა და შემოსავლის ზრდის, ან გამოცდილების დაგროვების კუთხით პარტნიორს ეძებთ, მაშინ Roion საუკეთესო არჩევანი გახდება!
თქვენი წარმატება კი, ჩვენი პრიორიტეტია! – აცხადებს Roion.
[R]