in

Rolex Awards for Enterprise 2021-ზე განაცხადების მიღება დაიწყო – ჯილდო $200 000

Rolex Awards Ceremony, Smithsonian American Art Museum, Washington D.C., 14 June 2019. Zain Asher, Master of Ceremony.

Rolex-მა, სამეწარმეო საქმიანობის სპეციალურ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა 18 წლიდან, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ ეროვნების მოქალაქეს შეუძლია. ბუნებრივია, მიიღება აპლიკაციები საქართველოდანაც.

Rolex Awards Ceremony, Smithsonian American Art Museum, Washington D.C., 14 June 2019. Zain Asher, Master of Ceremony.

კონკურსის პირობების თანახმად, წარდგენილი პროექტები უნდა ემსახურებოდეს დედამიწის შესახებ ცოდნის ამაღლებას და ამ პლანეტაზე ცხოვრების ხარისხისა თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. კანდიდატებს, განაცხადების შეტანა 5 მიმართულებით შეუძლიათ: მეცნიერება და ჯანმრთელობა, გამოყენებითი ტექნოლოგიები, კვლევითი სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობა და გარემო/გარემოს დაცვა.

თითოეული კატეგორიის ლაურეატი, საკუთარი პროექტის განსახორციელებლად, $200,000 მიიღებს. ასევე, გადაეცემათ Rolex-ის ქრონომეტრები და მათ მსოფლიოს მასშტაბით გაიცნობენ.

Awards for Enterprise 2021-ზე აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 აპრილი.

Rolex Awards for Enterprise, პირველად, 1976 წელს გაიმართა. 43 წლის მანძილზე კონკურსში, 191 ქვეყნიდან 34 000 აპლიკანტი მონაწილეობდა და 150 ლაურიატი დაასახელეს.

როცა პაემანზე მისი კოცნა გინდა… – Snickers-ის რეკლამა

Louis Vuitton-მა სამაგიდო თამაშ Jenga-ს საკუთარი ვერსია გამოუშვა