in

Rolex-მა სმარტფონის დიზაინი შექმნა!

ამბავი ასეთია — Rolex სმარტფონების მწარმოებელ Realme-სთან გაერთიანდა, რათა სპეციალური გამოშვების Realme 12 Pro სერია წარმოგვიდგინონ და ასე სმარტფონების დიზაინში ბრენდის დებიუტიც შემოგვთავაზონ.

BOG
BOG

Realme 12 Pro+ Rolex Edition ლურჯი ტყავითა და ოქროსფერი აქცენტებითაა წარმოდგენილი, რაც კვლავ როლექსის საათებსა და მათ სიზუსტეზე მიგვითითებს. კონცეფცია ოლივიერ სავეომ შეიმუშავა, დიზაინერმა, რომელიც ტრადიციული შვეიცარიული საათების დამზადებითაა სახელგანთქმული. მოდელის წრიული კამერის ნიმუში და ზოლები ბრენდის დიზაინის ეთოსითაა შთაგონებული. მიზნად კი სმარტფონში დახვეწილობისა და ესთეტიკის შეტანას ისახავს. 

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მართალია, ბევრ დეტალს არ გვიზიარებენ, მაგრამ უკვე ვიცით, რომ Realme 12 Pro+ აღჭურვილი იქნება 6.7 დიუმიანი FHD+ OLED ეკრანით, რომელიც Snapdragon 7s Gen 2-ის ჩიპს მოიხმარს. ხოლო ანდროიდის სამმაგი კამერა 4 MP, 50 MP და 8 MP რეზოლუციებისგან შედგება და ასევე, 120X ზუმს გვთავაზობს.

Rolex-ისა და Realme-ს სმარტფონი 28 იანვარს გამოვა, რაზეც Rolex Oyster Perpetual Datejust-ის ეკრანზე ციფრი 28-ის მითითებითა და დამაინტრიგებელი ფოტოთი მიგვანიშნეს…

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

ალფა დაზღვევის პიარსა და მარკეტინგს შოთა ბეზარაშვილი უხელმძღვანელებს