in

სახელგანთქმული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური ბარი სასტუმრო „ტელეგრაფში”

სასტუმრო „ტელეგრაფის” ბოლო სართულზე რეგიონში პირველი Rolling Stone Magazine-ის ბრენდის ბარი და ღონისძიებათა სივრცე გამოჩენილი მომღერლის, Nick West-ის კონცერტით გაიხსნა.

სასტუმრო ტელეგრაფი მსოფლიო წამყვანი სასტუმროების ქსელის, The Leading Hotels of The World-ის წევრია და სტუმრებს მაღალი დონის სერვისს სთავაზობს. მრავალფეროვან კულტურულ პროგრამასა და სტუმარმასპინძლობის საუკეთესო გამოცდილებას „სილქ ჰოსფითალითი” უზრუნველყოფს.

Rolling Stone Rooftop Bar-ში ყოველ პარასკევსა და შაბათს საერთაშორისო არტისტების წარმოდგენები გაიმართება, კვირის დღეებში კი სტუმრებს ფონური მუსიკის თანხლებით, სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი მენიუ და საავტორო კოქტეილები შეუძლიათ, დააგემოვნონ. განტვირთვასა და დასვენებას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს სასტუმროს ბოლო სართულიდან გადაშლილი თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები.

ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული მოწონება უკვე დაიმსახურა სილქ ჰოსფითალითის ბარმენეჯერის მიერ შექმნილმა საავტორო კოქტეილებმა. Rolling Stone Rooftop Bar-ის მენიუში სტუმრები აღმოაჩენენ ისეთ კოქტეილებს, როგორიცაა (I Can’t Get No) Satisfaction- რომის, კამპარისა და შოკოლადის ორიგინალური კომბინაცია, Start Me Up – მეზკალისა და ტეკილას ნაზავი ვასაბის აგავით.

ლეგენდარული „როლინგ სტოუნის“ ბრენდის ბარის გახსნა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის სასტუმრო ტელეგრაფს, რომელიც უკვე გახდა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი.

Rolling Stone Magazine, თავისი 50-წლიანი ისტორიით, ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი მედიაა, რომელიც გლობალურად 60 მილიონზე მეტ მკითხველს მუსიკალური კულტურის ყველა ასპექტზე სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის და მათ შორის იქნება ტელეგრაფის Rolling Stone Rooftop Bar-იც, რომელმაც გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებით უკვე მიიპყრო ამ რეიტინგული მედიის ყურადღება.

[პარტნიორის კონტენტი]

UNESCO-მ „მოპარული კულტურული ობიექტების ვირტუალური მუზეუმი“ შექმნა

გიგაური მსოფლიო ჩემპიონია | ახალგაზრდა ჯუდოკას შესანიშნავი ასპარეზობა – საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია