in

გამოცემა Rolling Stone-ის ხმაგაუმტარი პოსტერები

Rolling Stone Brazil-მა ხმაგაუმტარი პოსტერების სერია გამოუშვა. გამოცემა, პროექტზე, სააგენტო Y&R Brazil-თან ერთად მუშაობდა.

 

 

პოსტერები მსოფლიოში ცნობილი როკ – შემსრულებლების, მაგალითად, ჯიმი ჰენდრიქსისა და კიტ რიჩარდსის გამოსახულებებით არის გაფორმებული. ასევე დატანილია სხვადასხვა დროის ცნობილი ვიზუალები. მაგალითად, Roling Stones-ის ლოგო “Tongue and Lips” (ენა და ტუჩები).

გამოცემა The Drum წერს, რომ პოსტერები სპეციალური მასალითაა დამზადებული და მაქსიმალურად ახშობს ხმას. როგორც შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, ისინი მუსიკოსებისთვის შეიქმნა. როკ შემსრულებელებს და არა მარტო მათ, ყველას ვინც მთელი დღე და ხშირად ღამითაც უკრავს, შეუძლია, პოსტერები კედელზე, ხმის იზოლაციისთვის გააკრას.

დედამიწის ელჩები კოსმოსში! – SPACEBUZZ-ის კამპანია

მეტი ქალი სახლში! – IGNITE-ის კამპანია