in

Rolling Stones-მა თვითიზოლაციისას შექმნილი ტრეკი “Living in a Ghost Town” გამოაქვეყნა

იმ გულშემატკივრების მხარდასაჭერად, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდნენ ჩრდილო-ამერიკის ტურს და რომელიც გადაიდო, Rolling Stones-მა ახალი ტრეკი გამოაქვეყნა.

BOG
BOG

Living in a Ghost Town ჯგუფის მიერ ბოლო რვა წლის განმავლობაში დაწერილი პირველი სიმღერაა. ის ნაწილობრივ იზოლაციის პირობებში შეიქმნა. სიმღერა ვიდეოსთან ერთად მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გადაიქცნენ ხალხმრავალი ქალაქები მოჩვენებათა ქალაქებად.

ჯგუფმა ამ სიმღერაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და საკვირველია ის, რომ იგი დღევანდელ რეალობას საოცრად მოერგო. “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს სიმღერა ახლო მომავალში დიდ რეზონანსს გამოიწვევდა,” – მიკ ჯაგერი.

ჯაგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიმღერა მიზანმიმართულად არ იყო დაწერილი კრიზისის პერიოდის ასახვის მიზნით. ”დაწერილი იყო ისეთ ადგილზე, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, თუმცა ახლა სიცოცხლეს მოკლებულია, ასე ვთქვათ”, – თქვა მან.

CENN-მა ოთხ ნომინაციაში მწვანე სტიპენდიატები გამოავლინა

13 და 14 მაისს ვირტუალური ფორუმი 3D Avatar IT Forum & Fair 3DSOFTPROMotion გაიმართება