in

სრულყოფილება სიმარტივეში – ახალი ROLLS-ROYCE GHOST-ის დებიუტი საქართველოში

საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში.

„ახალი „გოსთი“ დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული მაგალითი“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მაკრ კლეიტონმა პრეზენტაციაზე.

როგორც ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფრენკ ტიმანმა აღნიშნა, – ,,როლს როისი“ არის წარმატების კვინტესენციური სიმბოლო, ხოლო ,,გოსთს“ მასთან ერთად მოაქვს ახალი, თანამედროვე მიმართულება ფუფუნების სამყაროში.”

ახალი ,,გოსთი“ სრულყოფილია თავისი სიმარტივით, თუმცა ამ სუფთა გარემოს შექმნა ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა გახლდათ. მარკის ისტორიაში ახალი მოდელის დიზაინერებმა, ინჟინრებმა და ხელოსნებმა მოითხოვეს თავისუფლება ახალი ,,გოსთის“  კონკრეტული პერსონის შესაქმნელად. ამ გუნდმა შეძლო შეექმნა ჭეშმარიტად სუპერ-ფუფუნების პროდუქტი.

ახალი ,,გოსთი“ გულისხმობს ფუფუნების მზარდ დაფასებას, რომელიც გამოირჩევა მინიმალიზმითა და სისუფთავით და გამყარებულია დიდებული მასალით. ახალი ,,გოსთის” დიზაინზე მუშაობის გარიჟრაჟზე ამ მიდგომას ,,პოსტ ოპულენსი“ ეწოდა – მოძრაობა, რომელიც განისაზღვრება მასალის ავთენტურობით და არა აშკარა განცხადებებით, რაც უკვე ფესვებს იდგამდა არქიტექტურაში, მოდაში, სამკაულებსა და ნავის დიზაინში.

ინტერიერის, ისევე როგორც ექსტერიერის ესთეტიკა იყენებს მინიმალისტურ პრინციპებს. გადატვირთული დეტალები და ზედაპირული მორთულობა უარყოფილ იქნა არა მხოლოდ უფრო მშვიდი გარემოს შესაქმნელად, არამედ მასალის ნივთიერების უკეთ წარმოსაჩენად და პერსონალიზაციის გავლენი ს მაქსიმალურად ხაზგასმის  მიზნით.

თბილისში ექსკლუზიურ ღონისძიებას ,,როლს-როის მოტორ ქარზ ბაქომ“ უმასპინძლა, რომელიც ბრენდის ექსკლუზიური სავაჭრო წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.

საღამო „ანი პირველი ივენთსმა“ გააფორმა.


ქართულ ბაზარზე Rolls-Royce Ghost-ის დებიუტის PR მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო SYMMETRADIGITAL.

Leeds United – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტიკ-ტოკის პლატფორმაზე მაისურებს გაყიდის

კვლევა – ადამიანები ამერიკაში ბევრად ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით