in

Rolls-Royce-მა, ლეგენდარული Ghost-ის ბაზაზე, 2 ახალი მოდელი შექმნა!

HyperFocal: 0

Rolls-Royce-მა ძალიან გარისკა და ბრენდის არსებობის 116-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყველაზე პოპულარული ავტომობილი Ghost სრულად გადააკეთა. მის ბაზაზე, ორიგინალის გამოსვლიდან, 11 წლის თავზე, კომპანიამ ორი ახალი მოდელი Ghost და Ghost Extended გამოუშვა. როგორც ექსპერტები ამბობენ, სიმდიდრითა და ფუფუნებით, აქ „როლს როისმა“ საკუთარ თავსაც გადააჭარბა.  ბრენდის წარმომადგენლების თქმით კი, ახალი Ghost დროის, ტენდენციებისა და უფრო მინიმალისტური დიზაინი რომ სურდათ, იმ მომხმარებელთა უკუკავშირის ძალიან ფრთხილი კომბინაციაა.

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ბრენდის ემბლემაა. ახალ Ghost-ზე, Spirit of Ecstasy-ის უკვე ლეგენდად ქცეულ სიმბოლოს დეკორატიული ხაზები აღარ დაჰყვება. ახლა მას სულ სხვა იერი აქვს.

„სპეციალური სისტემა, მიწაზე ფრენის იმიტაციას ქმნის და გეგონებათ, მანქანას კი არა, ჯადოსნურ ხალიჩას ატარებთ“.

ახალი Ghost-ის 6.75 ლიტრიანი ბენზინის ძრავი მაქსიმალურ სიჩქარე 420კმ/სთ-ია, 100კმ/სთ-ს კი 4.8 წამში ავითარებს. რაც შეეხება ინტერიერს, ეს მინიმალიზმის და პირდაპირი მნიშვნელობით, ბრწყინვალების სინთეზია.

nino kuprashvili

ნინო კუპრაშვილი – #პირველისამსახური

გარი ვაინერჩუკი თიბისის ბიზნეს ფორუმზე წარდგება