in

Rolls-Royce-მა წყალბადზე მომუშავე ძრავა წარმატებით გამოცადა

დიახ, Rolls-Royce-მა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმის დასამტკიცებლად, რომ ბუნებრივ აირს საჰაერო მგზავრობის დეკარბონიზაცია შეუძლია — მათ თვითმფრინავის ძრავა წყალბადზე წარმატებით აამუშავეს.

კონკრეტულად კი, ტესტირების დროს რეგიონული თვითმფრინავის ძრავის გამოყენებით Rolls-Royce AE 2100-A გადააკეთეს და ქარისა და მოქცევის ენერგიის მიერ შექმნილი მწვანე წყალბადი გამოიყენეს. ხოლო ტესტირების პარტნიორ easyJet-თან ერთად Rolls-Royce ცდილობს, დაამტკიცოს, რომ წყალბადს შეუძლია სამოქალაქო აერო ძრავებს უსაფრთხოდ და ეფექტურად მიაწოდოს ენერგია. სწორედ ამიტომ, ისინი მეორე ტესტირების ჩატარებაზეც ფიქრობენ, ოღონდ ამჯერად ფრენის ტესტირების ამბიციით.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყალბადს შეუძლია საავიაციო ინდუსტრიას მიზნების მიღწევაში დაეხმაროს, რაც 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებს გულისხმობს. ახლა კი ძრავის მწარმოებელ CFM International-თან ერთად მუშაობენ, რათა წყალბადის მამოძრავებელი ტექნოლოგია გამოცადონ. ისინი უახლესი თაობის ძრავაზე სპეციალურად ადაპტირებული ვერსიის მორგებას A380-ის სატესტო თვითმფრინავზე აპირებენ.

თუმცა წყალბადზე მომუშავე ძრავებზე გადასვლა აეროპორტების ინფრასტრუქტურისა და საჰაერო ხომალდების დიზაინის სრულ ცვლილებას მოითხოვს. დიზაინში ცვლილებები იმდენად მასიურია რომ, აქ მისასვლელად თვითმფრინავების ერთ თაობაზე მეტი იქნება საჭირო…

ამასთან, Rolls-Royce მხარს უჭერს ელექტრო ძრავების განვითარების ტექნოლოგიას, რომელიც თავდაპირველად გამოსადეგი უნდა იყოს მოკლე ფრენებისა და მდგრადი საავიაციო საწვავისთვის (SAF). ამჟამინდელ ძრავებს კი შეუძლიათ გამოიყენონ SAF-ისა და ჩვეულებრივი საწვავის ნარევი, მაგრამ ამ ეტაპისთვის მცირე რაოდენობით იწარმოება…

Ryan Reynolds+ — Apple-ის კრეატიული შეთავაზება

7 რამ, რაც ეჯაილი გვგონია, არადა მწარედ ვცდებით