მარსზე გაფრენისა და მისი კვლევის იდეას Rolls-Royce-იც უერთდება — ის მიკრორეაქტორის კონცეფციაზე საუბრობს, რომელიც ღრმა კოსმოსურ სივრცეში მოგზაურობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
წითელ პლანეტაზე მოგზაურობა გრძელი და რთული პროცესი აღმოჩნდა, არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, თუ რამდენი დრო სჭირდება მის ზედაპირზე მისვლას, არამედ მიზანშეწონილობის კუთხითაც. თუმცა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უმოკლეს დროში ტრანსპორტირების გზის პოვნა ასტრონავტებს ღრმა კოსმოსურ მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკებისგან დაიცავს.
ჯერჯერობით მკვლევრებმა, ასეთი მისიების დასაწყებად, ბირთვული დაშლა განიხილეს. ატომური ელექტროსადგურის წყალობით, რეაქტორს მგზავრობის დროის 8-9 თვიდან 45 დღემდე შემცირება შეუძლია. საბოლოო ჯამში, ეს ასტრონავტებს რადიაციის გახანგრძლივებული ზემოქმედებისგან დაიცავს. Rolls-Royce კი თვლის, რომ მას მიკრორეაქტორის უზრუნველყოფაში შეუძლია მონაწილეობის მიღება — გუნდი ამჟამად საწვავის უსაფრთხო და საიმედო ფორმებს ამოწმებს, რომლებიც კოსმოსის სივრცისთვის ადეკვატური იქნება.
რა თქმა უნდა, მარსზე მოგზაურობა ერთია, მაგრამ ადამიანებს ჯერ არ აქვთ მის ზედაპირზე ფეხის დადგმის რეალური გზა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთმა ექსპერიმენტებმა და მიღწევებმა შეიძლება კაცობრიობა ერთი ნაბიჯით დააახლოოს წითელ პლანეტასთან.












