in

Rolls-Royce-ის Phantom Orchid მოდელი ერთადერთია, რომელიც ბუნებაზე დაფუძნებულ ხელოვნებას წარმოადგენს

Rolls-Royce, ეს ის ბრენდია, რომელიც მანქანათა მოდელების ხელით დამუშავებასთან ასოცირდება ხშირ შემთხვევაში და მისი ახალი Phantom Orchid სწორედ ამის გამოხატულებაა. Bespoke Collective-ის მიერ შექმნილი სალონი შეიცავს მხატვარ ჰელენ ემი მიურეის და შიდა დიზაინერის, იოჰან ბენჩეტრიტის განსაცვიფრებელ ნამუშევრებს, რომლებიც შთაგონებულია სინგაპურის ლანდშაფტითა და ფლორით. 

მაიკლ ბრაიდენი, Rolls-Royce Bespoke-ის წამყვანი დიზაინერი ამბობს, რომ ეს ყვავილი არჩეულ იქნა როგორც ინსპირაციული თემა, რომელიც გამძლეობას, სილამაზესა და ძალას წარმოადგენს: 

ორქიდეა ჩანს აზიური ცხოვრების ბევრ ასპექტში, რაც გვახსენებს, რომ განვითარებადი გარემოს მიუხედავად, გამძლეები ადაპტირდებიან და აყვავდებიან, როგორც ეს მცენარე”.

ეს უნიკალური მანქანა Phantom Extended სერიაზეა დაფუძნებული და მასში ყვავილების ელემენტებია ჩართული. მანქანის ფერების პალიტრა და სალონი ისეა აწყობილი, რომ ორქიდეის დიზაინს კიდევ უფრო კვეთდეს. მანქანის სალონში ერთგვარი გალერეა იქმნება, მგზავრის სავარძლებთან ხელით ნამუშევარი აბრეშუმის ორქიდეაა ამოტვიფრული, რომელიც მინის ფენითაა დაფარული, რათა შუშამ დაიცვას ნამუშევარი.

რეალურ ორქიდეებზე ფოკუსირებამ დამანახა, რომ ფერი იყო ამ დიზაინის მთავარი გასაღები, რაზე დაფუძნებითაც უნდა შემექმნა მოდელი”, – ამბობს მიურეი.

ამ რთული ნამუშევრის შესაქმნელად, მიურეიმ ჯერ ხელით იმუშავა, შემდეგ კი ნამუშევარი გააციფრულა ისე, რომ დღეს ის 3D ეფექტს ქმნის.

Samsung ახალ ტელეფონებში გადაგდებულ სათევზაო ბადეებს იყენებს

კონკრეტული ფერები კოღოების მოშორებაში დაგეხმარებათ