სარეკლამო სააგენტო Daehong Communications-მა UNICEF-ს საქველმოქმედო კამპანიის იდეა შესთავაზა, იდეა UNICEF-მა ათზე მეტ ქვეყანაში განახორციელა და დიდი ყურადღებაც დაიმსახურა.
ბავშვების დასახმარებლად შესაგროვებელი ფულის ყულაბას “მატრიოშკის” ფორმა მისცეს. “მატრიოშკა” წაქცეული გდია მანამ სანამ ის ხურდებით არ აივსება. ამ ახალი ფორმის ყულაბას “Roly-Poly Donation Box”-ი დაარქვეს და მასში მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის ფულს აგროვებდნენ.
თუ მსგავსი კამპანიები დიდად არ გიზიდავთ, საქველმოქმედო ყუთის იდეა მაინც მოგეწონებათ და უყურადღებოდ ნამდვილად ვერ გაივლით…
საქველმოქმედო კამპანიის სლოგანია “ჩვენ შეგვიძლია ისინი ფეხზე წამოვაყენოთ”