2020 წელს, როცა ძალიან ბევრი დიდი ღონისძიება გაუქმდა, კომპანიებისთვის არც ისე მარტივის მოძებნონ პროექტი, რომლის სპონსორებიც იქნებიან. ამიტომ რუმინულმა ბრენდმა ROM BUZZ, რომლის ქეისებს პროფესიონალები ხშირად ჰყვებიან გამოსვლებში, გადაწყვიტა გაუქმებული ღონისძიებების მხარდამჭერი გამხდარიყო და ამას სახალისო ვიდეოების სერიაც მიუძღვნა. მეტიც, ROM BUZZ-მა შექმნა ვებგვერდი, სადაც სპონსორობაზე განათავსა ინფორმაცია. კამპანიაზე სააგენტო McCann Romania-მ იმუშავა.