პაემანზე წასვლა ნებისმიერ ასაკში ერთნაირად ამაღელვებელია ხოლმე. სწორედ პირველი შეხვედრის საოცრად ემოციურ დეტალებს გვიზიარებს ბრიტანული ბანკი HSBC თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, სადაც არაჩვეულებრივი ისტორიის ფონზე, ხაზს უსვამს თავის უსწრაფეს და უმარტივეს სერვისებს. როგორ გამოიყურება ასაკიანი მამაკაცის მყუდრო რესტორანში დაგეგმილი შეხვედრა? დილის გამამხნევებელი შეტყობინება ძველი მეგობრისგან, ვარცხნილობის შეცვლა და თავის მოწესრიგება, მეტი თავდაჯერებულობისთვის შვილიშვილთან მოგებული ჭადრაკის პარტია, გულახდილობა, თბილი ღიმილი და რესტორანში მოსული ანგარიშის დროს საიმედი ბანკი გვერდით.
https://www.youtube.com/watch?v=1vJKZQnhF1Y