in

მეცნიერებმა რომაული არქიტექტურის საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს — კვლევა

რომში სამშენებლო ტექნიკებზე სათანადო ზრუნვამ შორეული მომავლის ადამიანების აღფრთოვანება გამოიწვია. ორ ათასწლეულზე მეტი ხნის შემდეგაც კი ძველი რომის არქიტექტურა, მათ შორის კოლოსეუმი, ჯერ კიდევ თავდაპირველ დიდებას ინარჩუნებს.

M2
M2

გარდა შესაბამისი კონსტრუქციების შემუშავებისა, ფაქტია, რომაული ბეტონი უფრო გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე დღესდღეობით გამოყენებადი მასალა. ეს იმდროინდელ ინჟინრებს საშუალებას აძლევდა, რთული გეგმევი შეექმნათ და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მდგრადობა უზრუნველეყოთ. გამძლეობისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ხელმძღვანელობით, დაადგინა საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ძველი რომის არქიტექტურაში გამოიყენებოდა. 

დასაწყისისთვის, მეცნიერებმა აშშ-დან, იტალიიდან და შვეიცარიიდან 2000 წლის წინანდელი ბეტონის ნიმუშები შეაგროვეს. მათ შენიშნეს, რომ ნარევი რამდენიმე თეთრ ნატეხს შეიცავდა. ეს კი, როგორც ჩანს, ბეტონს „თვითგანკურნების“ უნარს ანიჭებდა. ადრე ითვლებოდა, რომ ნეაპოლის ყურეში პოცუოლიდან მოტანილი ვულკანური ფერფლი იყო მთავარი ინგრედიენტი, რომელიც რომაულ შენობებს ეხმარებოდა, დროის გამოცდებისთვის გაეძლო. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ეს ვარაუდი არ გამართლდა — როგორც ირკვევა, დროთა განმავლობაში წარმოქმნილი ბზარების შევსებას კირის ნატეხები უზრუნველყოფს.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ე. წ. „ცხელი შერევა“ ხელოვნური ქვის უმაღლესი და გამძლე თვისებების გასაღებია. „ცხელი შერევის სარგებელი აშკარაა, რადგან გაზრდილი ტემპერატურა მნიშვნელოვნად ამცირებს გამკვრივებისა და ერთმანეთთან შერწყმის დროს. ამ დროს ყველა რეაქცია აჩქარებულია, რაც გაცილებით სწრაფად აგების შესაძლებლობას იძლევა“, — განმარტავენ მკვლევრები.

ამ ცოდნის გასამყარებლად, გუნდმა ბეტონის ორი ნიმუში შექმნა — ერთი რომაული რეცეპტის მიხედვით, მეორე — თანამედროვე ნარევებით და ორივე მათგანი წყალში მოათავსეს. რამდენიმე დღის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ თანამედროვე ბეტონი წყლით იჟღინთებოდა, ხოლო რომაული ფორმულებით შექმნილი ბეტონო სათანადოდ დაცული იყო.

წარსული გამოცდილების თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმა, როგორიცაა 3D ბეჭდვა, ნიშნავს, რომ ერთ დღეს უფრო მდგრადი შენობების მიღებას შევძლებთ.

როგორ განვითარდება სოციალური მედია პლატფორმები, 2023 წელს?

FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალოდ ახალი წამალი დაამტკიცა!