in

ჩრდილოეთ ესპანეთში ძველი რომაული ქალაქი აღმოაჩინეს

პირინეის მთების ძირში სრული 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც აქამდე ისტორიული ადგილების ჯგუფში შედიოდა, თუმცა ახლახან ის დადასტურდა, როგორც ძველი რომაული ქალაქი. იმის გამო, რომ არქეოლოგებს ამ ქალაქის შესახებ აღმოჩენამდე არანაირი ცოდნა არ ჰქონდათ, მისი ნამდვილი სახელიც უცნობია. ისინი ახლა მას ეძახიან El Forau de la Tuta.

2018 წელს არტიედას საქალაქო საბჭომ დაავალა სარაგოსას უნივერსიტეტის არქეოლოგებს, შეესწავლათ ტერიტორიის ნანგრევები. იმის გამო, რომ ლოკაცია მოითხოვს საფუძვლიან გამოკვლევასა და გაწმენდას, მკვლევრებმა გარკვეული დრო დაუთმეს მასზე ნავიგაციას. ახლა, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ მთელი არქეოლოგიური კომპლექსი ოდესღაც „რომის იმპერიული ქალაქი“ იყო, „მონუმენტური პროპორციების შენობებით“, პირველ და მეხუთე საუკუნეებს შორის.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ტროტუარების ნარჩენები, ოთხი კანალიზაციის გასასვლელი, რომლებიც აშენებულია ბეტონის ძველი რომაული ვერსიით; აბანოს მისაღები ოთახი და მისი მოზაიკა; ასევე ნაპოვნია მარმარილოს ხელი, რომელიც, დიდი ალბათობოთ ცენტრალური ქუჩის ქანდაკებას ეკუთვნოდა. 

არსებობს კიდევ რამდენიმე საიდუმლო, რომელსაც მკვლევრები ამჟამად იკვლევენ, მაგალითად, ტერიტორიის წყალმომარაგების სისტემები, რომლებიც ახლოს მდებარე ბასკეთის ქალაქებს წააგავს და ორი საფლავის ქვა.

რა იქნებოდა, მიაძაკის რომ უკრაინის ომი აესახა – იულია ტვერიტინას ილუსტრაციები

ისიამოვნე ზუმერული არდადეგებით, რას ელოდები?