in

რომელი ნიღბები გვიცავს “ომიკრონისგან” საუკეთესოდ?

სერტიფიცირებულ N95 ნიღბებს ჰაერში არსებული ნაწილაკების 95%-მდე გაფილტვრა შეუძლია

მთელი მსოფლიო Covid-19-ის ინტენსიურ გავრცელებას ებრძვის, რაც ახალი, “ომიკრონ” ვარიანტითაა გამოწვეული. თავის მხრივ, შექმნილმა გარემოებამ ჩვენს წინაშე საიმედო ნიღბების საჭიროება მეტად გაზარდა. ბევრი მეცნიერისა და ექიმის აზრით, ერთფენიანი სამედიცინო ნიღბები აღარაა საკმარისი — ამის ნაცვლად, მაღალი ფილტრაციის ნიღბები უნდა გამოვიყენოთ, როგორიცაა N95 ან მსგავსი ალტერნატივები.

M2
M2

რა არის N95 ნიღაბი?

აშშ-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებულ N95 ნიღბებს უფრო მკვრივი ბოჭკოვანი ქსელი აქვს, ვიდრე სამედიცინო ან ნაჭრის ნიღბებს. ეს უფრო მკვრივი ბადე, ელექტროსტატიკურ მუხტთან ერთად, მეტად იცავს ადამიანს სხვის მიერ ამონასუნთქი ნაკადის ან დაცემინება/დახველებისგან გამოყოფილი ნერწყვის შხეფებისგან. და პირიქით, მისი მეშვეობით, ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ ჩვენგან.

სერტიფიცირებულ N95 ნიღბებს ჰაერში არსებული ნაწილაკების 95%-მდე გაფილტვრა შეუძლია. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები გვირჩევენ, აღნიშნული, ყველაზე დამცავი ნიღაბი ვატაროთ. მათ თანახმად, ნიღბები არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ დაცვის ხარისხითაც განსხვავდება. მაგალითად, შეგვიძლია, ქსოვილის ნიღბები უბრალოდ ტრენდულ პროდუქტად აღვიქვათ, რადგან მცირე პროცენტულობით გვიცავს ვირუსისგან… რაც შეეხება ერთჯერად სამედიცინო ან N95 ნიღბებს, ნამდვილად საუკეთესო ალტერნატივებია — მათ შორისაა KN95, KF94 და FFP2.

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დამტკიცებული კარგად მორგებული რესპირატორები ყველაზე მეტ დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ნიღაბს აირჩევთ — მთავარია, ის მჭიდროდ და საკმარისად კომფორტულად იყო სახეზე მორგებული.

რა განსხვავებაა N95 და KN95 ნიღბებს შორის?

N95 ნიღბები აშშ-ის სერტიფიცირებული ნიღაბია, ხოლო KN95 — ჩინეთის. კვლევები ადასტურებს, რომ ორივე მათგანი მნიშვნელოვნად იცავს მფლობელს დაინფიცირებისგან ან ზოგადად, ვირუსის გავრცელებისგან.

რატომ არ არის ქსოვილის ნიღბები ეფექტური?

ერთფენიანი ქსოვილის ნიღბებს, რომლებსაც ბევრი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას, კომფორტისა და სტილის გამო, შეუძლია, ვირუსის მატარებელი დიდი წვეთები დაბლოკოს. თუმცა ნაკლებად ეფექტურია პატარა ნაწილაკების შემთხვევაში.

რა შეიძლება ითქვას ერთჯერად სამედიცინო ნიღბებზე?

ერთჯერადი სამედიცინო ნიღბები დამზადებულია პოლიპროპილენისგან, რომელსაც ელექტროსტატიკური მუხტის მახასიათებლები გააჩნია. ეს უკანასკნელი კი ეფექტურად ბლოკავს ვირუსს. ქირურგიული ნიღბების მინუსს კი ის წარმოადგენს, რომ ხშირად მჭიდროდ ვერ ერგება სახეს და ნაწილაკები მაინც აღწევს ჩვენამდე.

ტონგასთან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ახალი კუნძული იქმნება

ავტოსამრეცხაო ჩანჩქერის ქვეშ და პარკინგი კლდეზე – Land Rover-ის კამპანია