2021-ის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და შეგვიძლია, წლის განმავლობაში დაგროვილ ტექნოლოგიებს გადავავლოთ თვალი, რომელთა გარეშეც ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ცხოვრება. სტატიაში კი ყველაზე ინოვაციური და მოთხოვნადი პროდუქტებია წარმოდგენილი, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელთა ყოველდღიურობა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.
Lenovo-ს ჭკვიანი საათი
ამ ჭკვიანი საათის ღირებულება სულ რაღაც 29 დოლარია. ეს არის საკმაოდ პრაქტიკული მაღვიძარა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონი სხვა ოთახში დატოვონ. ამ გზით თავიდან აიცილებთ ძილის წინ თვალების გადაღლას და არასასურველი ნათების მიღებას, რომელიც ჩაძინების პრობლემებს უწყობს ხელს.
Philips Smart Hue ნათურები
ალბათ, იმაზე ფიქრი, რომ სახლის ნათურები Wi-Fi-ს დაუკავშირდებოდა, ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი იყო. თუმცა Philips-მა ეს აღქმა შეცვალა და ახლა უკვე შესაძლებელია განათების სმარტფონით კონტროლი. ამრიგად, აღარ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ სახლიდან გასულს სინათლე ჩართული დაგრჩათ.
Peloton Bike
დატვირთული რეჟიმის პარალელურად, ძალიან რთულია სპორტული აქტივობებისთვის დროის გამონახვა — თუნდაც ველოსიპედით სიარულისთვის. ამ პრობლემის მოგვარებაში, შესაძლოა, Peloton Bike დაგეხმაროთ. ეს არის ველოსიპედი, რომელსაც სახლის რომელიმე კუთხეში განათავსებთ და თუნდაც შეხვედრაზე დასწრებისას დაკავდებით ვარჯიშით.
GoPro კამერა
GoPro Hero 5 Session ძველი მოდელია, რომელიც შესანიშნავ გაჯეტს წარმოადგენს მრავალფეროვანი კადრების გადასაღებად. იგი იღებს 4K ვიდეოს და ულტრა-გლუვი, ნელი მოძრაობის კადრებს… თუმცა მარტივი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს და შესაბამისად, კამერის გამოყენება საკმაოდ კომფორტულ პროცესთანაა დაკავშირებული.
Apple AirTags
იმ ადამიანისთვის, რომელიც გამუდმებით კარგავს სხვადასხვა ნივთს, Apple AirTags იდეალური საშუალებაა. ეს ყველასათვის ცნობილი ტრეკერია. იგი Find My app Apple-თან ერთად გამოიყენება, რათა ნებისმიერი მოწყობილობა იპოვოთ. მისი შეძენა კი, 29 დოლარად შეიძლება.
B The Method
დისტანციურად მუშაობის მეორე წლის განმავლობაში Lee Bart’s B the Method Pilates აპლიკაციამ დიდი გავლენა იქონია ბევრი მომხმარებლის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მრავალფეროვანი ფორმატები მოიცავს 15 წუთიან შესვენბას ან დღის ბოლოს ერთი საათით განტვირთვას — თავისი მედიტაციური მოძრაობებით. აპლიკაციის წლიური ღირებულება $159.99-ს (ან თვეში $17.99) შეადგენს.
Common Sense Media-ს მიმოხილვები
Common Sense Media ძალიან პრაქტიკული პლატფორმაა, რომელიც განიხილავს აპლიკაციებს, წიგნებს, სატელევიზიო შოუებს და მომხმარებლებს უჩვენებს, რომელი მათგანი რა ასაკისთვისაა შესაფერისი, რომელია გონების გასავითარებლად საუკეთესო და ა. შ.
Whirlpool Combo მაცივარი
ხშირად ადამიანები ამჯობინებენ, პროდუქტების სახით მთელი თვის მარაგი გააკეთონ. ამისთვის კი საკმაოდ დიდი ტევადობის მაცივარია საჭირო, რათა საკვების დიდი ხნით შენარჩუნება იყოს შესაძლებელი. ამისათვის იდეალურია 1700$-იანი Whirlpool Side-by-Side მაცივარი.
Google Nest Hub
ჭკვიან დინამიკისა და ეკრანის ინტეგრაცია მოწყობილობას კიდევ უფრო ჭკვიანს ხდის. Nest Hub უპირველეს ყოვლისა ციფრული ფოტო ჩარჩოა, რომელიც უახლესი მოვლენებისა და იუბილეების მნიშვნელოვან კადრებს უჩვენებს მომხმარებლებს. ასევე, იგი სინქრონიზდება Google Photos-თან და Google-ის Duo ვიდეო ზარის აპლიკაციით მუშაობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სმარტფონის შეუმჩნეველი ჩანაცვლება…