in

კვლევა — რომელი ცილებისგან გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე?

მკვლევრებმა შესაძლო პასუხი ჟურნალ Science Advances-ში გამოაქვეყნეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ პირველი ცილების არსებითი ელემენტები დაადგინეს, რომელთა მეშვეობითაც, დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ამან, შესაძლოა, ამოუხსნელ კითხვას გასცეს პასუხი — როგორ და რა ვითარებაში შეიძლება გაჩნდეს სიცოცხლე?

M2
M2

აქამდე არაერთი კვლევა ჩატარებულა იმასთან დაკავშირებით, თუ სად გაჩნდა სიცოცხლე და რა იყო პირველი: დნმ, რნმ თუ ორივეს ნაზავი? რუტგერსის უნივერსიტეტის მკვლევრები ამ საკითხს სხვა კუთხით უყურებენ და ცდილობენ, წინაპარი ცილები ამოიცნონ, საიდანაც თითოეული ჩვენგანი განვითარდა. მათ რამდენიმე შესაძლო პასუხი ჟურნალ Science Advances-ში გამოაქვეყნეს.

როგორც მეცნიერები ასკვნიან, ენერგიის შეგროვება და გამოყენება სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქციებია. როგორიც არ უნდა იყოს ენერგიის წყარო, მისი ქიმიური შენახვა და გამოყენება დაკავშირებულია ელექტრონების გადაცემასთან. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გონივრული იყო ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი ელექტრონული გამტარების გამოყენება. იმ დროისათვის კი ეს გარდამავალი ლითონების ქვეჯგუფი იყო, რომლებიც დღის პირობებში ხსნადი იქნებოდა.

ამრიგად, ცილები, რომლებიც ლითონებს აკავშირებს, სიცოცხლის წინამორბედი უნდა ყოფილიყო. ასევე, მრავალი შემდგომი ბიოლოგიური ფუნქციაც ამ ძირითადი ცილების განახლებული ვერსიების საფუძველზე წარმოიქმნებოდა. “აღმოვაჩინეთ, რომ არსებული მეტალის დამაკავშირებელი ცილების ბირთვები მართლაც მსგავსია, თუმცა თავად ცილები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს”, — განმარტავს კვლევის ავტორი იანა ბრომბერგი.

გარდა ამისა, მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ლითონის შემკვრელი ბირთვები ხშირად განმეორებადი ქვესტრუქტურებისგან შედგება (როგორც LEGO აგურები). ეს ქვესტრუქტურები ლითონის გარდა ბევრ სხვა ცილებში იქნა ნაპოვნი. “ვფიქრობთ, ამ მცირე სამშენებლო ბლოკების ვარიაციებს ერთი ან მცირე რაოდენობის წინაპარი ჰყავდა. სწორედ ის (ისინი) არის ცილების მთელი სპექტრისა და მათი ფუნქციების წარმოშობის სათავე”. 

უნივერსალური სტრუქტურები ძირითადად ოქსიდორედუქტაზებია, ფერმენტები, რომლებიც ელექტრონებს მოლეკულებს შორის გადასცემენ. ავტორები ასკვნიან, რომ ისინი 3.8 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ არსებობდა.

თავის მხრივ, ჟანგვის პროცესი ართულებს ორიგინალი თანმიმდევრობების იდენტიფიცირებას… მაგრამ მეცნიერებს შესაძლებლად მიაჩნიათ ცილის კომპონენტების ევოლუციის მიკვლევა.

მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც კანის კიბოსგან დაგვიცავს

იცოდით, რომ ცხოველებიც იცინიან?