Axe (Unilever) რეკლამის პერსონალიზაციის ახალ საფეხურზე გადავიდა. ბრენდმა თავის სარეკლამო კამპანიაში “Romeo Reboot”-ში “programmatic”-ი ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა. მათ სარეკლამო სააგენტო “CUBOCC”-თან ერთად ამბიციური პროექტი განახორციელეს, რომელშიც შექსპირის უკვდავი პიესა “რომეო და ჯულიეტა” გამოიყენეს.
Digital-ბაზრის ახალ ტრენდს “programmatic”-ს აუდიტორიაზე ინფორმაციის მორგებისთვის იყენებენ. “Axe”-მ და “CUBOCC”-მა მიდგომა შეცვალეს და ტრეილერი საჭირო ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში უშვებს.
რეკლამის გადასაღებად 4 რეჟისორი დაიქირავეს, რომლებმაც სხვადასხვა სიუჟეტი შექმნეს. აუდიტორია 4 კატეგორიად დაიყო – Artsy, Fresh, Naturals და Roots, შესაბამისად სისტემაც ინფორმაციის გენერირებას ჯგუფების მიხედვით ახდენს.
https://youtu.be/9jFrofhVjOI
https://youtu.be/KO1w6p2X2Ms
https://youtu.be/iQaQLLjZ3L8
https://youtu.be/KpXar_zhUlM