26
Sep
2019

სათაო ოფისის წარმომადგენლები ბენზინგასამართ სადგურებზე – რომპეტროლის კამპანია

26 Sep 2019

20 სექტემბერს რომპეტროლ საქართველო ტრადიციული აქციით წარსდგა თავისი მომხმარებლის წინაშე – ერთი სრული დღის განმავლობაში კომპანიის სათაო ოფისის თანამშრომლები თავად უწევდნენ მომსახურებას ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს. აქციის მსვლელობისას გამართული 3 ლაივ ჩართვისას კი საწვავიც გათამაშდა.

 

ეს დღე, როგორც რომპეტროლის ოჯახისთვის, ისე მომხმარებლებისათვის ძალიან ხალისიანი გამოდგა. მეტი საინტერესო დეტალის გასაგებად რომპეტროლის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნანა იამანიძეს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა მსგავსი კამპანიის ჩატარების იდეა?

ასეთი ტიპის კამპანია სულ პირვლად 2008 წელს განხორციელდა და ერთგვარი ტრადიციის სახეც მიიღო.ზოგადად, მომხმარებლებთან პირისპირ კავშირი იმდენად ინფორმაციული და პოზიტიური აღმოჩნდარომ წელს გადავწყვიტეთ, კამპანიის უფრო მასშტაბური სახით ჩატარება– აქამდე თუ ამ აქციის ფარგლებში იკვეთებოდნენ მხოლოდ რომპეტროლის თანამშრომლები და სადგურზე მოსული მომხმარებლები, წელს ახალი რგოლის სახით ჩვენი ფეისბუქ მომხმარებლებიც ჩავრთეთ.

M: რა მასშტაბით განხორციელდა აქტივობა და ვინ იყო მასში ჩართული?

რომპეტროლ საქართველოს გარდა, აღნიშნულ აქციას რომპეტროლის საერთაშორისო ჯგუფის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებიც უერთდებიან, მათ შორის, რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვა.   

საქართველოში წელს ჩვენ შევარჩიეთ 15 ყველაზე აქტიური სადგური თბილისის მასშტაბით და ოფისის თანამშრომლები გავნაწილდით, სულ 70 ადამიანი. აქციაში უკლებლივ ყველა თანამშრომელი ჩაერთო, მათ შორის, უმაღლესი რგოლის მენეჯმენტიც. ეს დღე თანამშრომლებს უზომოდ გვიყვარს და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, მაგალითად, სანამ სადგურზე სამუშაოდ გავიდოდით, თითოეულმა ჩვენგანმა სწავლების ის ციკლი გავიარეთ სრულად, რასაც ავტოგასამართი სადგურის ნებისმიერი ოპერატორი გადის, როდესაც ჩვენს ოჯახს უერთდება.

მომხმარებლებთან მეტი პირისპირ კომუნიკაციის მიზნით, FB-ზე წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია აქციაში მონაწილე სადგურების ადგილმდებარეობის შესახებ და რომელ სადგურზე, რომელი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეეძლოთ შეხვედრა.

M: როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოაქვს ამგვარ აქტივობას?

ამ კამპანიის ყველაზე დიდი სარგებელი ისაა, რომ ყველა თანამშრომელს ეძლევა საშუალება, კარგად აღიქვას, რა არის ჩვენი ბიზნეს მოდელი. მთავარი საოპერაციო მოქმედებები ზუსტად პირველ ხაზზე ხორციელდება, ე.ი იქ, სადაც ფიზიკურად ხდება კლიენტის მომსახურება.

რასაკვირველია, ყველანაირ საქმიანობასა და ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერას ოფისში ვახორციელებთ, მაგალითისთვის, მენეჯმენტი აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელთა გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებაში. ყოველკვირეულად ვეცნობით ცხელი ხაზისა და ფეისბუქის საშუალებით დაფიქსირებულ საკითხებს და ერთად ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს, თუმცა, რაც არ უნდა გეგონოს, რომ ყველაფერში ერკვევი და ყველაფერი დეტალურად იცი, მაინც სულ სხვა ტიპის წარმოდგენა გექმნება, როდესაც თავად ხდები იმ პროცესის უშუალო მონაწილე, რომელი პროცესის მუდმივ გაუმჯობესებაზეც ფიქრობ.

როდესაც თავად ხდები პირველი ხაზის თანამშრომელი და უშუალოდ ემსახურები მომხმარებელს, აბსულუტურად ცხადი ხდება რა გამოწვევების წინაშე დგას ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი ყოველდღიურად, რა მოლოდინები აქვს მომხმარებელს და უკვე ნათლად გესახება გაუმჯობესების შესაძლებლობები ყველა მიმართულებით. ასე ჩნდება ყველაზე ცოცხალი და ეფექტური იდეები, რომლებიც მომავალში კიდევ მეტად გამორჩეულს გაგვხდის.

M: თავად თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ერთ განსხვავებულ დღეს?

ეს დღე ყველასათვის ძალიან პროდუქტიული და საინტერესო გამოცდილება იყო. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თანამშრომლებმა დაწესებულ დროს გადააჭარბეს და გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ დარჩენილიყვნენ სადგურზე და კიდევ გაეწიათ მომსახურება მომხმარებლისათვის. ძალიან სასიამოვნო იყო, როგორც ჩვენი პირველი ხაზის კოლეგებთან ერთად მუშაობა, ისე ჩვენს მომხმარებელთან პირისპირ ურთიერთობა.

პირადად მე აღმოვაჩინე, რომ მომხმარებლებს სადგურზე, ხშირად, უკვირდათ ქალის დანახვა ჩამსხმელი-ოპერატორის რანგში, თუმცა შემდეგ ძალიან პოზიტიურ უკუკავშირს ვიღებდით მათგან. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს ქსელში დასაქმებულები არიან ქალები ჩამსხმელი-ოპერატორების პოზიციაზე და იმავე წარმატებით ართმევენ თავს მოვალეობებს, როგორც მამაკაცები. მოხარულები ვიქნებით, თუ ამ სტერეოტიპის დარღვევაში მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენს ოჯახში მეტ ქალს ვიხილავთ.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

გეგმები ბევრი და ამბიციური გვაქვს, თუმცა, ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია, ვუთხრა ჩვენს მომხმარებელს არის ის, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით მათ ავტოგასამართ სადგურებზე ოპერატორების ამპლუაში, ასევე მოვიცავთ მეტ სადგურსაც. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მსგავსი აქტივობის მასშტაბი გავაფართოვოთ და საქართველოს მთლიანი ქსელი მოვიცვათ.

[R]

განხილვა