in

„რომპეტროლი“, ერთგულ მომხმარებლებს, 100 ან 1000 ლიტრი საწვავის მოგების შანსს აძლევს

„გაიზიარე გამოცდილების 100 წელი და მიიღე საჩუქრად საუკეთესო ხარისხის საწვავი” – ამ გზავნილით, „რომპეტროლ საქართველო“, ერთგული მომხმარებლებისთვის, წამახალისებელ გათამაშებას იწყებს. კამპანია რუმინეთის გაერთიანების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. სულ გათამაშდება 100 ცალი ტალონი, რომლითაც მომხმარებლები 100 ან 1000 ლიტრ (Efix სუპერი/Efix დიზელი) საწვავს მოიგებენ.

 

„წამახალისებელ გათამაშებაში  მონაწილეობას „რომპეტროლის“ ლოიალობის ბარათის მფლობელები შეძლებენ. მომხმარებლები, 30 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავის შენაძენზე, 1 ელექტრონულ ბილეთს მიიღებენ, ხოლო ყოველ მომდევნო 30 ლარზე, კიდევ ერთი ბილეთი დაერიცხებათ. მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ლოიალობის პროგრამის წევრი, ბარათის აღება ბენზინგასამართ სადგურებზე შეუძლია, რომელიც ჩვენს ვებ გვერდზე უნდა გააქტიურონ და საწვავის ჩასხმის დროს გაატარონ. ვებ გვერდზე შეამოწმებენ  დაგროვილი ბილეთების რაოდენობასაც.“ – აცხადებენ კომპანიაში.

კამპანია 15 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ოთხ ეტაპად, ჯამში, 4 ცალი 1000 ლიტრიანი და 96 ცალი 100 ლიტრიანი ტალონი გათამაშდება. შედეგები „რომპეტროლის“ ოფიციალურ Facebook გვერდსა და კომპანიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.

„რომპეტროლ საქართველო“, უმაღლესი ხარისხის საწვავით, რუმინეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან „პეტრომიდია“ მარაგდება, რომელიც ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვეა მთელს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. ქარხნის წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას შეადგენს.  რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე და თანამედროვე ობიექტია, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს საოკუპაციო უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა თუ გარემოს დაცვის სფეროში. ასევე, საწვავის ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისად წარმოების მოთხოვნას. „პეტრომიდია“ რეგიონალური კვანძია, „რომპეტროლი“ კი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული ექსპორტიორი საქართველოში“, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

წამახალისებელ გათამაშებას, კომპანია, ყოველწლიურად ატარებს და მომხმარებლებს სამომავლოდ კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

[R]

Q8-ს წარდგენა, ჯუზეპე ვერდის მუსიკის ფონზე – Audi-ს რეკლამა

როგორ მეძინოს 8 საათი 4 საათში? – ანუ პოლიფაზური ძილი დიდი გეგმების მქონე ადამიანებისთვის