in

hei&coffee – რომპეტროლის გემრიელი საჩუქარი ერთგულ მომხმარებელს

“ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალი” “hei” კონცეფციას ქართულ ბაზარზეც ნერგავს

ჯგუფიქეიემჯი ინთერნეიშენალი” (რომპეტროლი) პირველად ნერგავსჰეიკონცეფციასრომპეტროლ საქართველოსბენზინგასამართი სადგურების ქსელში. ამისთვის კომპანიამ თბილისში, სააკაძის მოედანზე, ქალაქის ერთერთ ყველაზე დატვირთულ ნაწილში მდებარე სადგური შეარჩია.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი კომპანია მომხმარებელთა ლოიალურობის ასამაღლებლად და დასაფასებლად დგამს. “ჰეიახალი, თანამედროვე სერვისებით გაჯერებული წამოწყებაა, რომელიც სრულადაა მორგებული რომპეტროლის სადგურებზე მოსული ადამიანების საჭიროებებზე. ამ კონცეფციამ, თავისი კომფორტისა და ძლიერი გასტრონომიული მიმართულების დამსახურებით, ძალიან კარგი შედეგები აჩვენა სხვა ქვეყნებშიც,” – მალიკ ტულეკოვი, “რომპეტროლ საქართველოს” ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

საქართველოშიჰეისდანერგვა KMG International-ის ძირითადი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც შავი ზღვის რეგიონში საცალო საქმიანობის კონსოლიდაციასა და განვითარებას მოიაზრებს.

როგორცჰეი&კოფისახალი ლოკაციის გახსნაზე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ისაუბრა

რომპეტროლმა დღეს ოფიციალურად გახსნა პირველი hei&coffee ბრენდის მაღაზია საქართველოში, რომელიც თანამედროვე კაფესა და მაღაზიის გამოცდილების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და ისიამოვნონ ორმაგი წარმოშობის პრემიუმ ჰეის ყავით, დააგემოვნონ ჩვენი დესერტები და დაისვენონ კომფორტულ გარემოში.

“hei” ბრენდი, ისევე როგორც Rompetrol-, რუმინული ბრენდია, რომელიც რეგიონში უკვე 250-ზე მეტი ლოკაციითაა წარმოდგენილი. ჰეის კონცეფცია მომხმარებელზეა ფოკუსირებული და ძირითად ორიენტირადაც განსაკუთრებული ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა აქვს დასახული. ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ საწვავის შესავსები გაჩერება. იგი სტუმრებს კომფორტულ გარემოს, გამორჩეულად გემრიელი ყავისა და ჯანსაღი დესერტების დაგემოვნების საშუალებას ერთდროულად სთავაზობსიდეალური შესვენებისთვის.”

ახალი ფართი აერთიანებს როგორც კაფეს, ასევე მაღაზიას. „ჰეი&კოფისივრცის სამშენებლო სამუშაოები მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად შემუშავებული იდეის მიხედვით განხორციელდა. სააკაძის სადგურზე, “ჰეი&კოფისახალ, პრემიუმ მაღაზიაში მისულ სტუმრებს ორმაგი წარმოშობის ყავისა და საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტი ელით, რომელიც სამოვავლოდ საკონდიტრო ნაწარმიდან დივერსიფიცირებული იქნება ახლადდამზადებული პროდუქტების გაფართოებულ ასორტიმენტამდე.

უახლოეს პერიოდში, რომპეტროლ საქართველოჰეი&კოფიკონცეფციის გაფართოებას თბილისში კიდევ ორ, აღმაშენებლის გამზირსა და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, დგებუაძისა და ხვამლის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სადგურებზე აპირებს. ეს ყოველივე კომპანიის საშუალოვადიანი მიზნის მიღწევას ემსახურება, რომელიც რომპეტროლის სადისტრიბუციო ქსელის დაახლოებით მესამედის “hei&coffee” ბრენდით დაფარვას გულისხმობს.

რომპეტროლ საქართველოარის ჯგუფ “KMG International”–ის (Rompetrol) შვილობილი კომპანია, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანიას – KazMunayGas-. 71 სადგურისგან შემდგარი სადისტრიბუციო ქსელით, “რომპეტროლ საქართველოერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ქართულ ნავთობისა და გაზის ბაზარზე და ითვლება ერთერთ ლიდერად საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის საწვავის მიწოდებაში.

ამასთან, კომპანია რუმინეთის ქალაქ ნევოდარიში მდებარეპეტრომიდიის”   ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში წარმოებულ საწვავს ყიდის, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია.

ლოჯისტიკური სამუშაოების გასამარტივებლად, “რომპეტროლ საქართველოსორი სტრატეგიულად განლაგებული ნავთობბაზა აქვსერთი დედაქალაქ თბილისში, მეორე კი ბათუმშიშიდა ნავთობპროდუქტების ყველაზე მნიშვნელოვან ტერმინალში შავი ზღვის სანაპიროზე.

რომპეტროლ საქართველოადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდანაა წარმოდგენილი და დღეისთვის მის ყოველდღიურ საქმიანობაში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული, რაც კომპანიას ქვეყნის ერთერთ მოწინავე დამსაქმებლად აქცევს.

[R]

Meta დედამიწის გარშემოწერილობაზე გრძელ წყალქვეშა კაბელს გაიყვანს — Project Waterworth

„მსოფლიოში პირველი კუნთებიანი რობოტი ოფლს გამოყოფს!“ — Clone Robotics