in

„რომპეტროლი“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებელთა კრებას, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობისა და ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. ჩემი, როგორც საპატიო კონსულის საქმიანობა მოიცავს, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას და საქართველოსა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას“, – ამბობს ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი.

„რომპეტროლ საქართველოსთან“ ერთად, ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე მოქმედი ყაზახური კაპიტალით შექმნილი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები:  „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana”, „სილქ როუდ ჯგუფი“ და „GK logistic“.

საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ კომპანიებში დასაქმებულია 3500-ზე მეტი ადამიანი. ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები.

რომპეტროლ საქართველოადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია, სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხისევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International- კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.

 

[R]

„ყოველთვის ვიცოდი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, დავბრუნდებოდი საქართველოში და აქ გამოვიყენებდი ევროპასა და ამერიკაში მიღებულ განათლებას“, – გიორგი ჭანტურია 

ნახეთ: ასტრონომებმა შავი ხვრელის კიდეებთან მაგნიტური ველის ფოტო გადაიღეს