in

„რომპეტროლის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“ 40 წლის გახდა         

„რომპეტროლის“ კუთვნილმა, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „პეტრომიდია“ 40 წლის იუბილე აღნიშნა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი და ულტრათანამედროვე საწარმოა.

bog
bog-mob

„საზეიმო ღონისძიებები რუმენეთში, ქალაქ ნავოდარიში გაიმართა, სადაც „რომპეტროლმა“, მედიის წარმომადგენლებსა და სტუმრებს, მსოფლიოს 11 ქვეყნიდან უმასპინძლა. კომპანიამ შეაჯამა 4 ათეული წლის მუშაობის შედეგები, დააჯილდოვა ქარხნის ვეტერანები და თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს „პეტრომიდიის“ განვითარებაში. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია და პრესკონფერენცია მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის, ასევე მოეწყო მედია ტური ქარხანაში, ზღვის ტერმინალსა და საოპერაციო ოფისში. ღონისძიებების ციკლი დაიხურა გრანდიოზული წვეულებით, რომელსაც 1500-მდე სტუმარი დაესწრო“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ქარხანამ, არსებობის მანძილზე, 122,8 მილიონი ტონა პროდუქცია გადაამუშავა. მასშტაბური, კომპლექსური და ეტაპობრივი მოდერნიზაციის შედეგად კი, ბოლო წლებში, მისმა წარმადობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

„გასულ წელს დამყარდა 11 საწარმოო რეკორდი, ხოლო  მთელი წლის განმავლობაში გადამუშავდა 5,92 მილიონი ტონა ნედლეული, რაც „პეტრომიდიის“ 40 წლიანი ისტორიის ყველაზე მაღალი შედეგია და ქარხნის ნომინალურ მაჩვენებელსაც კი აღემატება“.

კომპანია „რომპეტროლი“ ჯგუფ „ქეიემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარი ბრენდია, რომელიც ყაზახეთის ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის.

„კომპანია „KMG რომპეტროლი“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. 11 ქვეყანაში მომუშავე ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში „რომპეტროლი“ 14 წლის წინ შემოვიდა და ერთ-ერთ ლიდერ ნავთობკომპანიას წარმოადგენს. მისი ქსელი მთელი ქვეყნის მაშტაბით 81 სადგურითაა წარმოდგენილი“.

პეტრომიდია“ ის ქარხანაა, საიდანაც „რომპეტროლი“, ქართველ მომხმარებელს, გადამუშავებულ ევრო-5-ის საწვავს აწვდის. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, საქართველოში მათ ამბიციური გეგმები აქვთ –  სოლიდური ინვესტიციის შედეგად ბაზრის წილის 20-დან 25 %-მდე ზრდა, 2020 წლის ბოლომდე 10 ახალი ბენზინგასამართი სადგურის გახსნა და დამატებითი სერვისების დანერგვა.

„კომპანია „რომპეტროლი“ ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ყველა იმ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია. ვაგრძელებთ განვითარებას საქართველოს ბაზარზეც. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენს სადგურებზე მომხმარებლებს საწვავის გარდა სხვა პროდუქტებიც შევთავაზოთ, კერძოდ კი ჩვენი ბრენდის – „ჰეის“ სუპერმარკეტების შემოსვლა საქართველოშიც იგეგმება. ყოველწლიურად „რომპეტროლი“ 60 მილიონამდე კლიენტს ემსახურება და უახლოეს წლებში ამ რაოდენობის ზრდა მოხდება“- ამბობს კომპანიის საცალო გაყიდვების მენეჯერმა ანკა ბანჩუმ.

„რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი ამბობს, რომ ქვეყანა მზად არის, რომ სრულად უზრუნველყოს ევროპული სტანდარტის მიწოდება.

„ჩვენი მთავარი ქარხანა ევროკავშირში მდებარეობს და შესაბამისად მხოლოდ ევროპული სტანდარტის პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენს ზოგიერთ კონკურენტს საქართველოს ბაზარზე მოუწევს გარკვეული ცვლილებების გატარება, მათ შორის მიმწოდებლების შეცვლის კუთხით, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან უკვე წლებია საქართველოს ევრო 5 სტანდარტის საწვავს ვაწვდით“- ამბობს ზამანბეკ მირზაიანოვი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მფლობელობაში არის კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 114 წლიანი ისტორია აქვს. თუმცა, დღეს უკვე ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად იქცა და „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებული, ნახევრად გადამუშავებული ნავთობპროდუქტის სრულყოფაზე მუშაობს.

“KMG თრედინგ AG“-ის მეშვეობით, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, ჯგუფი გახდა ლიდერი ნავთობ ბაზარზე, რომელიც შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ოპერირებს“.

[R]

#სადანროგორ: ღონისძიებები 12-17 სექტემბერი

რატომ მეგობრობთ მხოლოდ თქვენს მსგავს კოლეგებთან?